"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა

AutoSharing Option
"ზუგდიდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი სოსო ფილიამ ჩაიბარა. გამოცდილი სპეციალისტი უკვე ზუგდიდშია და გუნდს ავარჯიშებს.

8 სექტემბერს, ზედა ეწერის ცენტრალურ სტადიონზე "გაგრასთან" 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ დავით მახარაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და დროებით გუნდს მამუკა ჭაჭუა და ბორის გეგუჩია ავარჯიშებდნენ.

საინტერესოა, რომ მახარაძეც ფოთელია და ფილიაც. ზუგდიდელთა ახალი დამრიგებელი წლების განმავლობაში ფოთის "კოლხეთს" ავარჯიშებდა. ფილიას დღეს ოფიციალურად წარადგენენ. ეს "ლელოს" კლუბის დირექტორმა ზაზა ჯანაშიამ უთხრა.

"ფილია გამოცდილი სპეციალისტია, მკაცრი და მცოდნე. ამიტომ მისი კანდიდატურა
ახლა ყველაზე მისაღებად ჩავთვალეთ. მჯერა, რომ გუნდს ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარება", - ამბობს ჯანაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ინალიშვილმა ზუგდიდში, თავსი მოღვაწეობის ხუთი წლის განმავლობაში გააპარტახა ზუგდიდის ფეხბურთი.ძნელი იქნება მაგრამ იმედია ზაზა გამოასწორებს.
ბესო
20:22 22-09-2017
0
ფილია არ ვიცი რას იზამს,ყველას გვახსოვს მისი მუშაობა ფოთში,რაზეც ბევრს ვერაფერს ვიტყვი დადებითს,მაგრამ ეს ჩვენი ფხბურთელები უვარგისები რომ არიან ფაქტია,მარტვილთან შეხვედრაში მეორე ნახევარში ისე გამოიყურებოდნენ თითქოს ელოდნენ როდის დაამთავრებდა მსაჯი შეხვედრას,ერთად ერთი ვინც რაღაცას ცდილობდა ჩიმაკაძე იყო.დანარჩენმა არც ფეხბურთის თამაში იციან და არც ესმით მისი არაფერი,ესენი უნდა გამოკეტო ერთ ადგილას და ტურიდან ტურამდე ყოველდღე უნდა არბენინო 90 წუთი სულმოუთქმელად,და ვინც ვერ გაუძლებს უნდა მოიშორო.თორე ამათ ეტყობათ რომ მარტო მატჩის დღეს ვარჯიშობენ.სხვა გამოსავალი არ არიი,აქ თავშეყრილია უთავმოყვარეო უსისხლო ხალხი რომლებიც მარტო ხელფასის აღებაზე ფიქრობენ, და ის ოთხი ნომერი კიდე სულ სხვა თემაა ვინ და სად იპოვეთ ეს კაცი.მოკლედ ბატონო ფილია,და ბატონო ზაზა ამათ იმედად ჩვენ აქედანაც გავვარდებით სმწუხაროდ.
თენგო
20:04 22-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული