ფოთის "კოლხეთმა" ალექსანდრე გურეშიძე დაიმატა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" დაცვაში რომ "ხანძარია", ეს საკამათო არ არის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ფოთელებმა ალექსანდრე გურეშიძე დაიმატეს.

"კოლხეთის" ახალწვეული 22 წლის ცენტრალური მცველია. ის ბოლოს ბოლნისის "სიონში", მანამდე კი თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამოში" თამაშობდა.

ასევე, იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი და 1 გოლიც აქვს გატანილი უელსის კარში. გურეშიძეს ვასილ მაისურაძის გუნდში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული