ეროვნული ლიგა. XXVI ტური: "საბურთალომ" "დინამოს" მოუგო

AutoSharing Option
17 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVI ტურში თბილისური დერბი გაიმართა. ერთმანეთს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" და "საბურთალო" დაუპირისპირდნენ. უკვე მესამე თამაშია, "დინამო" საკუთარ თავს არ ჰგავს და ეს ანგარიშზეც აისახა - 1:4.

ანგარიში მე-4 წუთზე თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, დავით ვოლკოვმა გახსნა და სტუმრები 0:1 დააწინაურა. 

ყოფილ გუნდს ასევე გაუტანა ლაშა თოთაძემ და 27-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში "საბურთალო" სათამაშო უპირატესობას ფლობდა და 37-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლით კვლავ წინ გავიდა.

მეორე ტაიმში "დინამო" უფრო არეული
გამოვიდა მოედანზე. ტაიმის დაწყებიდან მალევე, ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და ორბურთიანი სხვაობით, საკუთარი გუნდის გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ხოლო 71-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა ყველანაირ ინტრიგას წერტილი დაუსვა და 1:4 დაასრულა თამაში.

მარცხის მიუხედავად, 57 ქულით თბილისის "დინამო" პირველ ადგილზე რჩება , ხოლო "საბურთალო" 40 ქულით მე-6 ადგილზეა. ლიგის დასრულებამდე 10 ტური დარჩა.

ეროვნული ლიგა. XXVI ტური: "დილამ" "შუქურას" მოუგო

Sportall.Ge
17 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVI ტურის მორიგი შეხვედრა ბათუმში გაიმართა, რომელშიც ქობულეთის "შუქურამ" გორის "დილას" უმასპინძლა17 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVI ტურის მორიგი შეხვედრა ბათუმში გაიმართა, რომელშიც ქობულეთის "შუქურამ" გორის "დილას" უმასპინძლა. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება გორელებს დარჩათ. . მინიმალური ანგარიშით გამარჯვება გორელებს დარჩათ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩაკვეტაძის გარეშე აგერ ხედავთ 0 გახდა ეგრევე გუნდი. კარგი აკადემია კარგია ბატონო რომან, მარა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი რომ წავა გუნდიდან, იმას შეცვლელის მოყვანა არ უნდა? თუ აკადემია მხოლოდ ფულის საბეჭდი მანქანა უნდა გახდეს?
manchester 1
12:00 18-09-2017
0
Kutaisshi dinsmos kraxi gsrdauvalia!chakvetaze,lochoshvili,papunashvili,arabuli,lobjanize,gvelesianijigauri,qvilitaia da kidev ramdeni?fifia tsadi isev moskovis dinamoshi da iq atsame xalxi! Rogiri gabxenzili ijeqi gushin dinamo arenaze tvals ver gashorebdit siamayit!
Zurabi
10:15 18-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული