ეროვნული ლიგა. XXVI ტური: "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მეორე მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამო", სტუმრად, ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

ქუთაისელებმა სოლიდური უპირატესობა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს - 22-ე წუთზე, გიორგი ქიმაძისა და ბექა ტუღუშის გოლებით, ისინი უკვე 2:0 იგებდნენ. შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, გიორგი კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო ვოლოდიმირ კორობკამ ერთი გოლი გაიტანა და "ტორპედომ" ბათუმის "დინამოს" ზედიზედ მე-3 თამაში მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან ცუდ დღეშივართ ამას დროზე მიხედვა უნდა ასეთუ გაგრძელდა ბევრი დრო აღარაა დარჩენილი ჩემპიონატის დამთავრებამდის და მემგონი ამთამაშით დიდიალბათობით გადავინაცვლებთ მეორე ლიგაში დროა გავიღვიძოთ ხალხმა ქალაქმაც გუნდიდან და დირექტორთა საბჭოდან გასაშვები არიან ყველა მწვრთნელიც ზედუნდა მივაყოლოთ ასეა უკვე საჭირო
გოგა გოგა
19:42 17-09-2017
0
40 წლის წინად აჭარის პირველობაზე მოთამაშე მანქანათ მშენებელი გუნდი უკეთეს ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე დღევანდელი დინამო,მაგრამ ქარხნის გუნდს პატრონი ყავდა.ფლოროვი ვინც მოიყყანა ის გუნდიდან უნდა წავიდეს,მისი დარჩენა უფრო დიდი დანაშაული იქნება.
0

სიახლეები პოპულარული