რომან ფიფია: კიდევ სამ ფეხბურთელზეა მოთხოვნა, უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" ვხვდები...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლო დროს განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "დინამოდან" ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი კი კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს. რომან ფიფიას თქმით, მათ გარდა, სერიოზული მოთხოვნა თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილ კიდევ სამ ფეხბურთელზეა...

- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც...
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 42 /
jango-ს შე ოჯახ აყვავებულო 4 მილიონი ევრო კი არა შიმშილით კვდება ხალხი და ამათი მაიმუნობის საყურებლად ვის ცალია, დააფინანსე კი არა არ გაჩვენონ სახელი, უბრალოდ სველი წერტილები არა აქვტ სტადიონებზე და რა დაფინანსებაზე ლაპარაკობ?
0
თხა გავყიდე თხა ვიყიდე გაგიგონიათ? ეეეეეეეეეეეეე, ეგაა რომანას ქმედება
pato
16:37 19-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
34
23
5
6
51
74
34
21
7
6
29
70
34
15
4
15
-12
49
33
10
7
16
-10
37
33
10
3
20
-28
33
34
5
8
21
-39
23
34
3
9
22
-43
18