გეგა დიასამიძე: მიმდინარე სეზონში უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გუნდი ვართ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, გორის "დილასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ლოკომოტივს" 42 ქულა აქვს.

ქულათა ეს რაოდენობა გარდამავალ და 2015/16 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატში მოპოვებულ ქულათა რაოდენობაზე მეტია.

გასულ ორ ჩემპიონატში ერთად, "ლოკომ" 42 მატჩი (12 მატჩი გარდამავალ ჩემპიონატში, 30 მატჩი 2015/16 წლების სეზონში) გამართა და 40 ქულა მოაგროვა.

წინა ორი სეზონისგან განსხვავებით, ეროვნულ ლიგაში გიორგი დევდარიანის გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის იბრძვის. "ლოკოს" ნაჩვენები შედეგისა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესების მიზეზებზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გეგა დიასამიძე საუბრობს.

"ეს სტატისტიკური მონაცემი პირველ რიგში
იმაზე მეტყველებს, რომ წელს უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გუნდი ვართ.

ვისწავლეთ მნიშვნელოვანი მატჩების მოგება, რაც წინა წლებში ნაკლებად გამოგვდიოდა, რადგან ახალგაზრდული და გამოუცდელი გუნდი ვიყავით.

გარდა ამისა, მოედანზე ყველა ფეხბურთელმა ზუსტად იცის, რა დავალება აქვს და რა უნდა გააკეთოს. ტაქტიკური თვალსაზრისით, წელს ბევრად გამართული გუნდი ვართ და ეს შედეგზეც აისახა.

მიმდინარე ჩემპიონატშიც დავუშვით რამდენიმე დასანანი შეცდომა, რამაც მნიშვნელოვანი ქულები დაგვაკარგინა, მაგრამ შეცდომებიც ფეხბურთის ნაწილია.

"დილასთან" გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო სატურნირო თვალსაზრისით. უშუალო მდევარს 5 ქულით ვუსწრებთ. სეზონის ფინიშამდე დიდი დრო აღარ რჩება და გვინდა ჩემპიონატი სამეულში დავასრულოთ. ამის ამბიცია და პოტენციალი დღევანდელ "ლოკომოტივს" ნამდვილად აქვს", - ამბობს დიასამიძე.

გორის "დილასთან" მოგებულ მატჩში, მესამე გოლი სწორედ გეგამ გაიტანა. დიასამიძემ გორელთა კარი 45-ე წუთზე აიღო.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2017
#
გუნდი
34
23
5
6
51
74
34
21
7
6
29
70
34
15
4
15
-12
49
33
10
7
16
-10
37
33
10
3
20
-28
33
34
5
8
21
-39
23
34
3
9
22
-43
18