ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ვეტერანმა, წარსულში თბილისის "დინამოს", საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მწვრთნელმა, 72 წლის რევაზ ძოძუაშვილმა ტყიბულის "მეშახტე" ჩაიბარა.

ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული 24 ტურის შემდეგ "მეშახტემ" მხოლოდ 14 ქულა დააგროვა, 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია. სწორედ ეს გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი.

ძოძუაშვილმა შეცვალა გიორგი ჭელიძე, რომელიც მანამდე "საბურთალო 2-ისა" და "შევარდენი 1906-ის" დამრიგებელი გახლდათ.

2014 წელს ძოძუაშვილმა დატოვა ქუთაისის "ტორპედო", ხოლო შარშან რეგიონული ლიგის ბინადარ სოხუმის "დინამოში" იმუშავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"