ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ტორპედოც" დაისჯება და "ლოკომოტივიც"? ვერდიქტს დღეს გამოიტანენ

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილა.

11 აგვისტოს არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა გულშემატკივართა უსაქციელობის გამო მატჩი 85-ე წუთზე შეწყვიტა. ორშაბათს გუნდებმა დარჩენილი 8 წუთი ითამაშეს. ანგარიში არ შეცვლილა - ირაკლი სიხარულიძის დუბლით "ლოკომოტივმა" 2:0 გაიმარჯვა.

- ეროვნული ლიგა. XXII ტური. "ლოკო"-"ტორპედო" ჩხუბის გამო ჩაიშალა [VIDEO]

ინციდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განიხილეს. ორივე კლუბის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, მომხდარზე საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ. ამავე დროს, დისციპლინარებმა "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" გულშემატკივართა მაპროვოცირებელი საქციელიც განიხილეს. ითქვა, რომ ინციდენტის თავიდან
აცილება პრევენციული ზომებით შეიძლებოდა, რომ სტადიონს უკეთესი დაცვა ესაჭიროებოდა და ასე შემდეგ...

დისციპლინარები "ლოკომოტივსა" და "ტორპედოს" საბოლოო განაჩენს დღეს წერილობით აცნობებენ. ისე ჩანს, რომ ორივე გუნდი დაისჯება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ