"ტორპედოც" დაისჯება და "ლოკომოტივიც"? ვერდიქტს დღეს გამოიტანენ

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილა.

11 აგვისტოს არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა გულშემატკივართა უსაქციელობის გამო მატჩი 85-ე წუთზე შეწყვიტა. ორშაბათს გუნდებმა დარჩენილი 8 წუთი ითამაშეს. ანგარიში არ შეცვლილა - ირაკლი სიხარულიძის დუბლით "ლოკომოტივმა" 2:0 გაიმარჯვა.

- ეროვნული ლიგა. XXII ტური. "ლოკო"-"ტორპედო" ჩხუბის გამო ჩაიშალა [VIDEO]

ინციდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განიხილეს. ორივე კლუბის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, მომხდარზე საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ. ამავე დროს, დისციპლინარებმა "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" გულშემატკივართა მაპროვოცირებელი საქციელიც განიხილეს. ითქვა, რომ ინციდენტის თავიდან
აცილება პრევენციული ზომებით შეიძლებოდა, რომ სტადიონს უკეთესი დაცვა ესაჭიროებოდა და ასე შემდეგ...

დისციპლინარები "ლოკომოტივსა" და "ტორპედოს" საბოლოო განაჩენს დღეს წერილობით აცნობებენ. ისე ჩანს, რომ ორივე გუნდი დაისჯება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
pederacia ara sle kide pederacia da pipia dinamo erti da igivia aranairi gansxvaveba araa
kaaru
14:35 16-08-2017
0
რატომ უნდა დაისაჯოს ტორპედო? ფეხბურთელებმა მოაწყეს რამე თუ იჩხუბეს? ლოკომოტივს უნდა გამოეჩინა მეტი ყურადღება, რომ სათანადო დაცვა მოეხდინათ და ეთამაშათ ისეთ მოედანზე, სადაც სინათლე იქნებოდა და სახანძრო და სასწრაფოც ნორმალურად მიუდგებოდა. ამ მხრივ ორჯერ არის ლოკომოტივი დასასჯელი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული