ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ილია კოკაიამ თეთნულდი დალაშქრა და "ზესტაფონის" დროშა ააფრიალა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეპატრონე ილია კოკაია ქართულ ფეხბურთს დროებით კი ჩამოშორდა, მაგრამ სპორტისგან განზე არ დარჩენილა. მან, მეგობარ ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალის, თეთნულდის (4 869 მეტრი) დალაშქვრა გადაწყვიტა და მოახერხა კიდეც.

ალბათ, მსოფლიო ალპინიზმის ისტორიას მსგავსი ფაქტი არ ახსოვს, რომ მწვერვალი საფეხბურთო კლუბის მეპატრონეს დაელაშქროს. თეთნულდზე ასვლის შემდეგ კოკაიამ იქ საქართველოს სახელმწიფო და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დროშები ააფრიალა...

ამის წაკითხვის შემდეგ ბევრ თქვენგანს, ალბათ, სევდიანი ფიქრი მოერევა და იკითხავს - როდის დალაშქრავს კოკაია საფეხბურთო მწვერვალს და როდის
დააბრუნებს "ზესტაფონს" ქართული ფეხბურთის ელიტაში?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"