ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში 16 წლის შვილმა მამა შეცვალა

AutoSharing Option
საინტერესო შემთხვევა მოხდა საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისის "შევარდენი 1906" და ქობულეთის "შუქურა" ხვდებოდნენ. მატჩის 76-ე წუთზე "შევარდენი 1906-ის" მეკარე გიორგი სომხიშვილი თავისმა შვილმა, დავით სომხიშვილმა შეცვალა.

გიორგი სომხიშვილი, რომელიც 39 წლის გახლავთ, საქართველოს ჩემპიონატში დიდი ხანია თამაშობს, ხოლო დავით სომხიშვილისათვის აღნიშნული შეხვედრა პროფესიონალურ დონეზე სადებიუტო გახლდათ.

მამა-შვილის თამაში ეროვნული ლიგა 2-ისთვის(ძველი პირველი ლიგა) უცხო ნამდვილად არ გახლავთ. რამდენიმე წლის წინ ოზურგეთის "მერცხალის" შემადგენლობაში მამა-შვილი გია და გიორგი გოგუები თამაშობდნენ.