ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2. XIII ტური: "ვიტ ჯორჯია" "თელავთან" დამარცხდა და ლიდერობა ვერ დაიბრუნა

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგა 2-ის 2 მატჩი გაიმართა.

"ვიტ ჯორჯია" მოულოდნელად დამარცხდა საკუთარ მოედანზე "თელავთან" 2:4 და ლიდერობა ვერ დაიბრუნა.

არადა, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-17 წუთზე პაატა ღუდუშაურმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გივი იოსელიანმა "ვეტერინარებს" საპასუხო გოლი გაუტანა.

61-ე წუთზე ალიკო ჩაკვეტაძემ კვლავ დააწინაურა "ვიტ ჯორჯია" და ვინ იფიქრებდა, თუ დარჩენილ დროში "თელავი" 3 უპასუხო გოლს გაიტანდა? გაიტანა. თავი დუბლით გიორგი ხარებაშვილმა გამოიჩინა, კომპენსირებულ დროში კი ირაკლი რუხაძემ მეოთხედ დალაშქრა შეროზიას კარი.

"სამგურალმა" ახალი მწვრთნელის, ბესიკ
ხაჭიპერაძის ხელმძღვანელობით მარტვილში 2:1 მოუგო "ცხინვალს".

ჩემპიონატი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 8 ივნისს განახლდება.