ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "თელავმა" "სამგურალს" 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურში "თელავმა" "სამგურალი" 2:1 დაამარცხა.

მარტვილში ჩატარებული მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანით "თელავის" ნახევარმცველმა ირაკლი რუხაძემ გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე წყალტუბოელთა მცველმა ნიკა შალამბერიძემ საპასუხო გოლი გაიტანა.

მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-2 წუთზე თელაველთა ფორვარდმა გიორგი ნიქაბაძემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა".
სამგურალი - თელავი 1:2
გოლები: 0:1 ირაკლი რუხაძე (22, პენ), 1:1 ნიკა შალამბერიძე (37), 1:2 გიორგი ნიქაბაძე (90+2)

სამგურალი (4-2-3-1): ანდრე ნონოსი, თორნიკე კაკუშაძე, ბექა ბიბილაშვილი (კ), გაგა ჩხეტიანი, თენგიზ ბრეგვაძე
(ზაურ გოგუაძე 60), უშანგი ბანძელაძე, ნიკა შალამბერიძე (ლუკა ჯანელიძე 82), ივანე კილაძე, ცოტნე ხარაბაძე, ბაქარ ღალაძე, გაბრიელ საღრიშვილი (ზურაბ ენდელაძე 88)

მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე

თელავი (4-2-3-1): ლუკა სანიკიძე, ანტონ თოლორდავა (კ), ფირუზ მარაქველიძე, ნიკოლოზ ნოზაძე, გივი იოსელიანი, მირიან ჯიქია, ნიაზ ლენა (მინიონე სილა 69), ვასილ გოგოლიძე (გურამ ლუკავა 62), გიორგი ხარებაშვილი (ანხელ გონსალეს სულუაგა 87), ირაკლი რუხაძე, გიორგი ნიქაბაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
Gtxovt dadot liga 2 vin rom adgilze aris
Zviadi
10:24 23-04-2018
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0