ეროვნული ლიგა 2. V ტურის წინ: დაუმარცხებლები ერთმანეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 3 აპრილს, ეროვნული ლიგა 2 მე-5 ტურის მატჩებით განახლდება.

Sportall.Ge

თბილისში, "შატილის" სტადიონზე ერთმანეთს "ნორჩი დინამო" და "ცხინვალი" უპირისპირდებიან.
  • "ნორჩ დინამოს" სამმატჩიანი წაგებათა სერია აქვს. მათ მხოლოდ სადებიუტო მატჩი მოიგეს "შუქურასთან".
  • დინამოელებმა წინა მატჩში "გაგრასთან" 16-ჯერ დაარტყეს კარისკენ, 9 საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა 0:1 წააგეს.
  • ცხინვალელთა ბომბარდირი ანდრო ნემსაძეა 2 გოლით, ხოლო საგოლე გადაცემებით გიორგი ლაცაბიძე ლიდერობს (2).
  • სამაჩაბლოელებმა ორი მატჩი ითამაშეს სტუმრად და ორივე ფრედ დაასრულეს.
  • "ნორჩი დინამო" 3 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო "ცხინვალი" - 5 ქულით მე-6 ადგილზე.

Sportall.Ge

ტურის ცენტრალური მატჩი "მცხეთა პარკზე"

გაიმართება. ერთმანეთს ორი დაუმარცხებელი გუნდი, "ვიტ ჯორჯია" და "გაგრა" დაუპირისპირდებიან.

  • "ვიტ ჯორჯიას" სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს და ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია.
  • "ვიტ ჯორჯიამ" ოთხი ტურის ჯამში, ყველა მატჩში თითო გოლი გაიტანა.
  • "ვიტ ჯორჯიას" ყველა გოლი და საგოლე გადაცემაც სხვადასხვა ფეხბურთელზე მოდის.
  • "გაგრას" ოთხი ტურის შემდეგ ორი მოგება და ორი ფრე აქვს.
  • აფხაზებმა ორივე შეხვედრა სტუმრად ფრედ დაასრულეს.
  • "გაგრასაც" არცერთ მატჩში ერთ გოლზე მეტი არ გაუტანია. ერთადერთი უგოლო მატჩი პირველ ტურში "მერანთან" 0:0 დასრულდა
  • ურთიერდაპირისპირება: წინა სეზონში 2 მატჩი მოიგო "ვიტ ჯორჯიამ", ერთი ფრედ დასრულდა და ერთიც "გაგრამ" მოიგო.

Sportall.Ge

საინტერესო დაპირისპირება გველის მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე, რომლის ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს.

  • ორივე გუნდს ოთხი ტურის შემდეგ 6-6 ქულა აქვს. უპირატესობას ბათუმელები ფლობენ გატანილი გოლების რაოდენობით.
  • "სამგურალის" არცერთ ჩატარებულ მატჩში ორივე გუნდს გოლი არ გაუტანია, ორი შეხვედრა მშრალად მოიგო და ორი შეხვედრა ანალოგიურად, მშრალად წააგო.
  • წყალტუბოელთა ბომბარდირი გაბრიელ საღრიშვილია, რომელმაც პირველ ტურში დუბლი შეასრულა, თუმცა შემდეგ თავი აღარ გამოუჩენია.
  • ზღვისპირელებმა ბოლო ორი მატჩი "შუქურასთან" და "შევარდენთან" მოიგეს. კლუბს აქამდე ორი წაგება ჰქონდა.
  • ბოლო ორ შეხვედრაში "დინამომ" 3-3 გოლი გაიტანა, როდესაც კლუბს აქამდე გოლი საერთოდ არ ჰქონდა გატანილი.
  • ბათუმის "დინამოს" "შევარდენთან" ერთად ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გატანილი.

Sportall.Ge

"იუნკერებს" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი "მერანი" სტუმრობს.

  • "შევარდენს" ოთხი ტურის შემდეგ ყველაზე მეტი, 9 ბურთი აქვს საკუთრ კარებში მიღებული.
  • "შევარდენის" საუკეთესო ფეხბურთელი გუნდის კაპიტანი დავით ოდიკაძეა, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.
  • "შევარდენს" ბათუმის "დინამოსთან" ერთად ყველაზე მეტი, 6 გოლი აქვს გატანილი.
  • "მერანმა" სტუმრად ერთი შეხვედრა ითამაშა და ისიც "ვიტ ჯორჯიასთან" წააგო.
  • მარტვილელებს 4 მატჩის ჯამში, "თელავთან" ერთად ყველაზე ცოტა, 2 გოლი აქვთ გატანილი.
  • "მარტვილელთა" ახალწვეულმა დათა სიჭინავამ პირველივე შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა.

Sportall.Ge

ქუთაისში ქობულეთელები თელაველებს სტუმრობენ და წესით, საინტერესო სანახაობას უნდა ველოდოთ.

  • ორივე კლუბს 4 ტურის შემდეგ თითო მოგება აქვს.
  • ქობულეთელები ცხრილის ბოლოში არიან. მათ 8 ბურთი აქვთ მიღებული და 4 გოლი გატანილი.
  • ზღვისპირელების გამორჩეული ფეხბურთელებია დოს რეის რამოსი (2 გოლი) და ჯეფერსონ ჯერალდო (2 საგოლე გადაცემა).
  • "თელავს" ორმა გატანილმა გოლმა 4 ქულა მოუპოვა. პირველივე ტურში სენსაციურად დაამარცხეს ბათუმის "დინამო".
  • კახელებმა ბოლო სამ შეხვედრაში საკუთარ კარებში თითო გოლი მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0