ეროვნული ლიგა 2. III ტური: "სამგურალმა" პირველ ადგილზე გადაინაცვლა

AutoSharing Option
15 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის III ტურის მატჩები გაიმართა.

"შევარდენმა" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "ცხინვალს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. "შევარდენი" შესვენებაზე 2:1-ზე გავიდა და მატჩი ისე მიმდინარეობდა, თითქოს მასპინძლებს გამარჯვება უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ სტუმრებმა 87-ე წუთზე გაათანაბრეს.

თბილისი. ტექნიკური ცენტრი ბასა
შევარდენი-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 ბიჭიკო გედენიძე (3), 1:1 კობა შალამბერიძე (41), 2:1 ომარ პატარკაციშვილი (45+2), 2:2 ანდრო ნემსაძე (87)

შევარდენი. 4-2-3-1: გიორგი ნადირაძე, ვარლამ კილასონია, ომარ პატარკაციშვილი, ავთანდილ გუჯაბიძე, საბა მაისურაძე (სილას სატურინიო 65), ზვიად ქანთარია, ბიჭიკო გედენიძე,
გიორგი ჩიკვაიძე, დავით მთივლიშვილი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, დავით ოდიკაძე (კ) (ლაშა ომანიძე 75)

მთ. მწვრთნელი: გელა სანაია

ცხინვალი. 4-5-1: დავით კერესელიძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი მაღალდაძე, ნიკოლოზ მაისურაძე (კ), თორნიკე კოკაია (ლევან ბარაბაძე 46), ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე (ნიკოლოზ კენჭაძე 66), ლუკა თათხაშვილი (აბას სოკანგარი 46), ანდრო ნემსაძე, ლუკა გადრანი

მთ. მწვრთნელი: იური გაბისკირია

* * *
წყალტუბოს "სამგურალმა" "ნორჩი დინამო" მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შესული ბაქარ ლაღაძე გახდა. ამ გამარჯვებით "სამგურალმა" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
სამგურალი-ნორჩი დინამო 1:0
გოლები: 1:0 ბაქარ ლაღაძე (73)

სამგურალი. 4-3-3: ანდრე ნონოსი, თორნიკე კაკუშაძე, ბექა ბიბილაშვილი (კ), გოგი გოგიჩაიშვილი, თენგიზ ბრეგვაძე (ბაქარ ლაღაძე 71), უშანგი ბანძელაძე, ნიკა შალამბერიძე (ზაურ გოგუაძე 46), ივანე კილაძე, ცოტნე ხარაბაძე, გაბრიელ საღრიშვილი, მამუკა ღონღაძე

მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე

ნორჩი დინამო. 4-2-3-1: ბექა შეყრილაძე, მამია ჟვანია (კახაბერ კაკაშვილი 75), სევასტი თოდუა (კ), ვლადიმერ ჯოჯუა, იაგო დეისაძე (ბესიკ ჩიმაკაძე 66), ბექა ბეროშვილი (რაფაელ ჩუკურა 32), ზურა ძამსაშვილი, ალექსანდრე გოგობერიშვილი, გიორგი ჯგერენაია, გოგი ფიფია, გიორგი თ. ტყეშელაშვილი

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეკარე ყავს მაგარი ცყალტუბოს
kkkk
23:13 15-03-2018
0
სამგურალი არავიზე ნაკლები გუნდია თუ ეს გუნდი ვერ გადავა ეროვნულ ლიგაში ნურც იმის იმედი ექნება ვინმეს რომ ადვილად გააგდებენ ეროვნული ლიგა 2-იდან
Zura
16:50 15-03-2018
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0