ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17| საქართველოს ნაკრებმა სირენკას თასზე ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე - სირენკას თასზე, ასპარეზობა დაასრულა.

დასკვნითი მატჩი ჩვენმა გუნდმა უელსის ასაკობრივ ნაკრებთან გამართა და 2:4 დამარცხდა. 17-წლამდელთა ნაკრებიდან უელსელთა კარში გატანილი გოლები ნიკოლოზ ელისაშვილის და ალექსანდრე ამისულაშვილის ანგარიშზეა.

17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადებიან. ჯგუფურ ეტაპზე დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დავუპირისპირდებით. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს.

nakrebi.ge