ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U19 | ჩრდ. მაკედონია 2:6 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, სკოპიეში, მასპინძელი ჩრდ. მაკედონიის 19-წლამდე გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა - 6:2.

უხვგოლიან მატჩში, ანგარიში ნიკოლოზ ყველაშვილის პასის შემდეგ სანდრო ავალიანმა გახსნა. ამ ეპიზოდიდან მალევე, ისევ სანდრო ავალიანმა და შემდეგ ნიკოლოზ ნინიძემ მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლეს და სხვაობა 3-მდე გაზარდეს.

მასპინძლებმა, პირველ ნახევარში, სხვაობის შემცირება, 31-ე წუთზე შეძლეს, როდესაც ანეს მელიქი კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს საჯარიმოში ზუსტად დახვდა და თავური დარტყმით შეძლო გოლის გატანა.

მეორე ნახევრი, მეტწილად ორი გატანილი პენალტის ფონზე წარიმართა, თავი - ლექსო ფეიქრიშვილმა და ნიკოლა
ველიჩოვსკიმ გამოიჩინეს. მატჩის მიწურულს კი 19-წლამდე ნაკრების ფორმით გოლის გატანა - გიორგი გოგსაძემ და დანიელ ქვარცხავამ შეძლეს - 2:6.

ვასილ მაისურაძის გუნდი, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ მეორე ტესტ მატჩს 14 აგვისტოს, ისევ სკოპიეში, პეტარ მილოშევსკის სახელობის მოედანზე გამართავს.

nakrebi.ge