ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U21. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
მიუხედავად ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხებისა, საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს პარიზის ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, სადაც ევროპის ზონიდან სამი გუნდი მოხვდება.

ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ნახევარფინალში საფრანგეთიც გავა და ინგლისიც. პირველი ოლიმპიადის მასპინძელია და საგზური ავტომატურად აქვს დაბევებული, მეორე კი ტურნირზე ვერ იასპარეზებს, რადგან ოლიმპიური კომიტეტის წევრი დიდი ბრიტანეთია და არა ინგლისი.

ასეთ შემთხვევაში ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის დამატებითი მატჩი ჩატარდება. საქართველომ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე ძირითად დროში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.

შეგახსენებთ, დღეს ინგლისი პორტუგალიას, საფრანგეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.

altპროვოკაციული აღნიშვნა ისრაელის ნაკრების გულშემატკივრისგან - მარცხის ღირსეულად მიღება შეგვიძლია!..

altზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ