მატჩის დღე! ერთ ნაბიჯში მიზანთან - რა შემთხვევაში შეასრულებს მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები...

AutoSharing Option
დღეს, 27 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო შეხვედრას გამართავს. ყველა ბილეთი გაყიდულია და სრულ ანშლაგს ველით!.. იქნებ არც ისე ცოტას ეგონა, "უმცროსი ჯვაროსნებისთვის" ყველაფერი დღეს დასრულდებოდა, მაგრამ ორი მატჩის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 4 ქულა დააგროვა და პლეი-ოფთან ერთ ნაბიჯშია. პორტუგალიელ თანატოლებთან (2:0) გამარჯვებაზე დეტალურად ვისაუბრეთ, ახლა კი ბელგიელებთან (2:2) ფრის შესახებ და მომავალში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ვიმსჯელოთ.

წინა მატჩი

ნებისმიერი მატჩის განხილვა შემადგენლობით იწყება. როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე ჟურნალისტებისთვის რთული გასაგები იყო, რატომ აღმოჩნდა გიორგი
წიტაიშვილი სასტარტო თერთმეტეულს მიღმა. ბოლო მატჩებში და მათ შორის ახლაც, მან დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იქნებ ის არაა მზად, 90 წუთი ითამაშოს. გიორგი გოჩოლეიშვილის არყოფნას უფრო მარტივად ავხსნით, პორტუგალიელებთანაც ვნახეთ, მატჩის ბოლოს მისი სისწრაფის გამოყენებას როგორ ვახერხებდით და რამაზ სვანაძის გადაწყვეტილება იქნებ სწორედ ამას უკავშირდებოდა.

Sportall.Ge

ასე იყო თუ ისე, საწყისი 45 წუთი ჩვენთვის კრახი გამოდგა - ზედმეტად დაცვაზე ორიენტირებული მარჯვენა ფლანგიდან სიმწვავეს ვაკლებდით, შეტევაში ბურთის მისატანად, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა გვქონდა - საბა საზონოვის გრძელი პასები გიორგი გაგუაზე, რომელიც ძალიან ბევრს იბრძვის, კოორდინაციასაც ინარჩუნებს და მასზე საკმაოდ ხშირად ჯარიმდებიან. იყო ეპიზოდები, როცა ჩვენს ფორვარდს პასის გაკეთებით შეტევის ტემპისა და ინტენსივობის გაზრდა შეეძლო, თუმცა ის უფრო ჯარიმის მოპოვების გზით მიდიოდა. ამასობაში ჩვენ მიერ ძალიან ნაქები დაცვის ხაზი ჩავარდა, მოწინააღმდეგის ხანგრძლივი და პოზიციური შეტევის დროს მოთამაშე (ბელგიელთა მარცხენა მცველი) მარტო დაგვრჩა, საზონოვი მასთან ახლოს არ აღმოჩნდა, ჩვენი გუნდი საპირისპირო მხარეს გადალაგდა და გოლი გავუშვით. სამწუხაროდ, შესვენებაზე მხოლოდ ერთბურთიანი ჩამორჩენით გასვლა ვერ შევძელით; ეგ კი არა, უფრო მეტის გაშვებასაც გადავურჩით...

კარგია, როცა მწვრთნელი საკუთარ გადაწყვეტილებებს კრიტიკული თვალით მალევე უყურებს, ამა თუ იმ ფეხბურთელს, რომელსაც კარგი დღე არ აქვს, იმაზე მეტ დროს არ აძლევს, ვიდრე იმსახურებს და "ცვლილებებისთვის ტრადიციულ წუთებს" არ ელოდება. შესვენების შემდეგ სამმა ახალმა მოთამაშემ გუნდში სულ სხვა მუხტი შემოიტანა, სწრაფმა გოლმაც თავისი ქნა და შეხვედრის გადარჩენა მოვახერხეთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ზურიკო დავითაშვილის, როგორც ლიდერის, როლი. ის ყველა ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა, ამავდროულად, შეტევებს ამწვავებდა და მას გაცილებით სახიფათოს ხდიდა. ირაკლი აზაროვის მიერ გულიაშვილზე გაკეთებულმა უზადო პასმა ბევრს ძველი დრო და თბილისის "დინამო" გაახსენა. ბელგიასთან მატჩმა ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვაჩუქა...

Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა და ოლიმპიადა

საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლასთან ახლოსაა, თუმცა ბოლომდე კონცენტრაცია თუ არ შეინარჩუნა, შესაძლოა, ხელმოცარული დავრჩეთ. თუკი ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებს დავამარცხებთ, ჯგუფიდან პირველი ადგილით გავალთ. ფრის შემთხვევაში, 5 ქულას დავაგროვებთ, თუმცა, თუ ბელგია პორტუგალიას აჯობებს და ბურთების უკეთესი ბალანსი ექნებათ, პირველ ადგილზე ისინი იქნებიან. არის ვარიანტი, დამატებითი მაჩვენებლების ჩართვაც კი გახდეს საჭირო. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბელგიელები ორბურთიანი სხვაობით მოიგებენ, ჩვენ კი შეხვედრას ფრედ დავასრულებთ.  მართალია, ამაზე ფიქრი გვაშინებს, თუმცა, თუ პორტუგალია ბელგიასთან მოიგებს ან ფრედ ითამაშებს, მომდევნო ეტაპზე (მეორე ადგილით) წაგებითაც გავალთ, რადგან პორტუგალიელებს ურთიერთთამაშებში ვჯობნით. თავის მხრივ, მათ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ მოიგებენ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი არ წააგებს. ამით მეორე ადგილს დაიკავებენ. იმისთვის, რომ პორტუგალიელებს ბელგიელებთან მოტივაცია მაღალი ჰქონდეთ, მნიშვნელობა პარალელურ შეხვედრასაც ექნება და ყველაზე ცუდ სცენარში, თუკი ნიდერლანდელები ჩვენთან დაწინაურდებიან, ეს რუი ჟორჟეს გუნდის ჟინს შეამცირებს. ამდენი მსჯელობა დამაბნეველია, მთავარია მინიმუმ, არ დავმარცდეთ და მიზანი შესრულებული იქნება!..

მოქმედ ჩემპიონ გერმანიას ცუდი პერიოდი უდგას. ამიტომ დიდი შანსია, მეოთხედფინალში ჩვენი ჯგუფის პირველადგილოსნის მეტოქედ (1-ელ ივლისს) ჩეხეთის 21-წლამდელთა ნაკრები ვიხილოთ. ეს მატჩი "მიხეილ მესხზე" უნდა ჩატარდეს, თუმცა მასში საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შემთხვევაში, ინტერესიდან გამომდინარე, "დინამო არენაზე" გამართვის გადაწყვეტილების მიღებაცაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანს, მას ინგლისის ნაკრები ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე", დაელოდება.

რადგანაც საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები ჯგუფიდან აუცილებლად გადიან,  მათი ნახევარფინალში მონაწილეობა ოლიმპიადის საგზურს სხვა ნაკრებებს გაუხსნის, რადგან ერთი 2024 წელს ჩასატარებელი ოლიმპიადის მასპინძელია, მეორე კი დამოუკიდებლად არ ასპარეზობს. თუკი ეს ორი ნაკრები ფინალში გადასასვლელ მატჩში ითამაშებს, ოლიმპიადის მესამე საგზური საუკეთესო მეოთხედფინალისტებს შორის გათამაშდება. თუკი ნახევარფინალში ერთ-ერთი მათგანი გავა, საგზურს დარჩენილი სამი გუნდი ავტომატურად მიიღებს, ხოლო თუკი საუკეთესო 4 გუნდში არც ფრანგები იქნებიან და არც ინგლისელები, მესამე საგზური მათ შორის გათამაშდება, ფინალში ვინც ვერ გავა.

იმედია, საუკეთესო სცენარს ვიხილავთ!..

Sportall.Ge

დღევანდელი მატჩი

საქართველოს ნაკრებმა იცის, რომ ნიდერლანდებთან არწაგება მას მომდევნო ეტაპზე გაიყვანს. როგორც წესი, ეს ფაქტორი ამა თუ იმ გუნდზე მაინც მოქმედებს, ამიტომ მთავარი მწვრთნელის მუშაობას დიდი როლი ექნება. რამაზ სვანაძის ძირითადი ტაქტიკა ინიციატივის აღებას არ გულისხმობს, თუმცა ბელგიელებთან მეორე ტაიმში კარგად დაამტკიცა, შეტევაში რა შეგვიძლია. ბიჭების მოტივაცია კვლავ ძალიან დიდი იქნება და გულშემატკივრების ფაქტორიც - სერიოზული ძალა.

სამწუხაროდ, ნიკა გაგნიძე ვეღარ იასპარეზებს. წინა მატჩში მისი შემოსვლა გუნდს ძალიან დაეტყო, მაგრამ სამწუხაროდ, ცოტა ხნით ითამაშა. მოსალოდნელია, რომ ნოდარ ლომინაძე სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ანზორ მექვაბიშვილთან ერთად მოედნის ცენტრს გაამაგრებს. ლომინაძე ცოტა დროშიც ახერხებს დაამტკიცოს, რომ გუნდისთვის სასარგებლოა როგორც დაცვით, ასევე შეტევით ნაწილში. სასტარტოს მიღამა შესაძლოა, გიორგი მოისწრაფიშვილი დარჩეს. ახლა ცენტრში ბრძოლა "ბაიერნის" ფეხბურთელ რაიან გრავენბერხთან მოგვიწევს. გიორგი გულიაშვილის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.

ქართველებიდან ფრთხილად საკმაოდ ბევრი მოთამაშე უნდა იყოს, რათა ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მათ მეოთხედფინალის გამოტოვება არ მოუწიოთ, რაც ძალიან სამწუხარო იქნება - მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, კალანდაძე, ხვადაგიანი, გულიაშვილი, გაგუა.

სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე - მექვაბიშვილი (C), ლომინაძე - წიტაიშვილი, დავითაშვილი, აზაროვი - გაგუა. 

altU21. 0:2-დან გადარჩენილი თამაში - საქართველოს ნაკრები ისევ ლიდერია [VIDEO]

alt"მიზანთან ახლოს ვართ... რთულ თამაშს ველოდებით" - სვანაძისა და გულიაშვილის პრესკონფერენცია

მკითხველის კომენტარები / 55 /
ზუსტად ეს შემადგენლობაა
ზვიადი
18:57 27-06-2023
0
რავი ასე მგონია - ამ სასტავს ხვიჩა, ჟორჟი, კიტე და საბა ლობჟანა რომ დაუმატო კი უნდა იყოს ეროვნული ნაკრების ბირთვიც!!!!
სხვებს ერივნულში არაფერი ესაქმებათ

და მარადიშვილიც დაგვხატავდა!





დიდგორელი
18:15 27-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული