U21. 0:2-დან გადარჩენილი თამაში - საქართველოს ნაკრები ისევ ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 2:2.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ პორტუგალიასთან გასულ შეხვედრასთან განსხვავებით სასტარტოში პირველი ნაკრების ფეხბურთელები მამარდაშვილი, დავითაშვილი, ლ. გაგნიძე და აზაროვი დააყენა. უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ და უმეთვალყურეოდ დატოვებულმა განაპირა მცველმა დე კუიპერმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ოპენდას დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, ცოტა ხანში იგივე ოპენდა საჯარიმოში გაგნიძესთან ბრძოლაში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, მერე რამაზანიმ შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა და მალე მეორე გოლი გავუშვით -
თავურით მამარდაშვილს რამაზანიმ გაუტანა. საქართველოს ნაკრები შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენებაზე სვანაძემ ხვადაგიანი, ლ. გაგნიძე და მოისწრაფიშვილი გოჩოლეიშვილით, ნ. გაგნიძითა და წიტაიშვილით შეცვალა და თამაშის სურათი შეიცვალა. წიტაიშვილმა ანგარიში შეამცირა. მორიგი იერიშისას დავითაშვილმა აზაროვი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და მის დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. ტრავმირებული ნ. გაგნიძის ნაცვლად 70-ე წუთზე მოედანზე გულიაშვილი შევიდა. სტუმრები სახიფათო შეტევებით გვპასუხობდნენ, დე კეტელერმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა. 87-ე წუთზე კი აზაროვის პასით გულიაშვილმა თავით ანგარიში გაათანაბრა და ფრე - 2:2.

ჩვენს ჯგუფში პარალელურ შეხვედრაში პორტუგალია და ნიდერლანდები დაზავდნენ - 1:1. საქართველოს ნაკრები 4 ქულით ლიდერია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლო ტურში ფრეც ჰყოფნის.

27 ივნისს საქართველო ნიდერლანდებს, ხოლო ბელგია პორტუგალიას დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“. 41 887 მაყურებელი
საქართველო - ბელგია 2:2
გოლები: 0:1 დე კუიპერი (15), 0:2 რამაზანი (38), 1:2 წიტაიშვილი (52), გულიაშვილი (87)

საქართველო: მამარდაშვილი, ხვადაგიანი (გოჩოლეიშვილი 46), კალანდაძე, გელაშვილი (ლომინაძე 81), საზონოვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე (ნ. გაგნიძე 46, გულიაშვილი 70)), აზაროვი, მოისწრაფიშვილი (წიტაიშვილი 46), გაგუა

მკითხველის კომენტარები / 66 /
საოცრება ხდება ერთი ხელის გაწვდენაზეა ოლიმპიადა. ბიჭებზე ბევრი დაიწერა რაღ უნდა ითქვას მაქსიმუმს დებენ და მადლობის მეტი აღარაფერია სათქმელი მაგრამ იცი იცით ყველაზე მეტად ის მახარებს რომ ეს ბიჭები ხალხთან ახლოს არიან და ეს იგრძნობა. კარგია რომ წნეხს არ განიცდიან როდესაც გულშემატკუვარი შენს საქომაგოდ მოდის და წაგებას თუ ცუდ თანაშზ ბევრი ხალხის მოსკლას არ აბრალებ (გამგები გაიგებს.) და ერთიც, თითქმის 25 წელია ყველა სპორტის ყველა ნაკრების თამაშზე ვარ ნამყოფი და მე ასეთი გულშემატკუვრობა ძნელად თუ მახსენდება.ეს სერიოზული ფაქტორი იყო დღეს და მეოთხედფინალშიც ასე უნდა გავაგრძელოდ მაინც პატარა ბუჭები არიან და სტაიონს შეუძლია მოწინააღმდეგის გატეხვა ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და აბა თქვრნ იცით ხალხო ყოჩაღ და შაბათს გაორმაგებული ენერგიით ოღონდ პ.ს. იმედია გადამყიდველები 12 000 ბილეთს არ შეიტენით. 90 იანებშიც იყვნენ გადამყიდველები მაგრამ თამაშის დაწყებამდე 10 წუთით ადრე ბულეთს თუ ვეღარ ყიდნენ ხალხს ჩუქნიდნენ და ლამის ივსებოდა სტადიონი. მესმის მიონებზეა საუბარი, მაგრამ თქვენც უნდა დადგეთ თქვენს სიმაღლეზეა ისტორია იწერება და იმიტომ.
იბერია
08:35 28-06-2023
0
ნაკრებიც ეგრე იწყებს ხოლმე კვარამაც ეგრე დაიწყო მარა მალევე ყველა და ყველაფერი კარგავს მოტივაციას ქართულს ფეხბურთში
გიორგი
03:19 26-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული