U21. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბელგიასთან 0:2 მარცხდება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ბელგიასთან 0:2 მარცხდება.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ პორტუგალიასთან გასულ შეხვედრასთან განსხვავებით სასტარტოში პირველი ნაკრების ფეხბურთელები მამარდაშვილი, დავითაშვილი, ლ. გაგნიძე და აზაროვი დააყენა. უპირატესობას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ და უმეთვალყურეოდ დატოვებულმა განაპირა მცველმა დე კუიპერმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ოპენდას დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, ცოტა ხანში იგივე ოპენდა საჯარიმოში გაგნიძესთან ბრძოლაში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, მერე რამაზანიმ შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა და მალე მეორე გოლი გავუშვით - თავურით
მამარდაშვილს რამაზანიმ გაუტანა. საქართველოს ნაკრები შეტევების განხორციელებას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ბელგია
გოლები: 0:1 დე კუიპერი (15), 0:2 რამაზანი (38)

საქართველო: მამარდაშვილი, ხვადაგიანი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, გაგუა

მკითხველის კომენტარები / 21 /
წინასწარ რომ წააგებინეთ თამაში და ლანძღეთ ბიჭები,იმ ხალხს მოგმართავთ
ნიკა
22:47 24-06-2023
2
არასდროს აქ კომენტარი არ დამიწერია პირველად ვწერ. ნეტავი თუ არ გრცხვენიათ აქ წინა კომენატრებში ლანძღვით რომ ააჭრელეთ ყველაფერი დამთავრებული თამაშის ფონზე . 3 დღის წინ ცაში აგყავდათ გუნდი და მწვრთნელს ეროვნულ ნაკრებში ითხოვდი ვაი თქვე ძალად პატრიოტებო. გინდაც წაეგოთ ბიჭები პურველად თამაშობენ ევროპის ჩემპონატზე არავითარი გამოცდელება და თქვენნაირი ვაი გულშამიტკვრები ვინცა აქ ენებს იფხანთ ნეტა თქვენ რას აკეთებთ საერთოდ ქვეყნისთვის
უცხო
22:25 24-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული