U21. საზონოვი სიმბოლურში, პირველი სკანდალი და ბათუმით მოხიბლული უეფა [PHOTOS]

AutoSharing Option
საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტური დასრულდა. ქართველმა ახალგაზრდებმა გაგვახარეს და პორტუგალიელები (2:0) დაამარცხეს. რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფს ლიდერობს და ბელგიელ თანატოლებთან დაპირისპირებისათვის ემზადება - 24 ივნისს, 20:00 საათზე. ბელგიელები პირველ ტურში ნიდერლანდებს (0:0) დაუზავდნენ.

Sportall.Ge

ავტორიტეტულმა სააგენტო Sofascore-მა განვლილი ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა, სადაც ჩვენგან მხოლოდ საბა საზონოვია - მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველი, რომელმაც უშუალო მოვალეობაც კარგად შეასრულა და გოლიც გაიტანა.

Sportall.Ge

21-წლამდელთა პირველობის ოფიციალურმა გვერდმა ბათუმის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასაც შენიშნავთ, რომელიც ჩემპიონატზე არ მონაწილეობს. ზღვისპირეთში
ერთი შეხვედრა უკვე ჩატარდა, ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებმა ჩეხეთი (2:0) დაამარცხა.

Sportall.Ge

პირველ ტურს სკანდალის გარეშეც არ ჩაუვლია, იტალიელებს ფრანგების წინააღმდეგ აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს და ფაქტობრივად, ფრე ხელიდან გამოგლიჯეს (შეხვედრა 2:1 დასრულდა). ვიდეოგამეორების სისტემა არ მოქმედებს და იმედია, მსგავს პრობლემებს მომავალში ავირიდებთ. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა, გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ქუთაისში ისრაელის დამარცხება (1:1) ვერ შეძლო, რაც ასევე მოულოდნელი შედეგია.

მეორე ტურს დაველოდოთ!..

altძლიერ მეტოქეს მოვუგეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა - მთავარი გამოწვევა მე-2 ტურის წინ...

altმატჩები ბათუმსა და ქუთაისში - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო, გერმანია ისრაელთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩა ბაბუ! ძალიან მიყვარხარ,შენ მარტო დიდი ფეხბურთელი კიარა დიდი ადამიანიც ხარ,ნამდვილი,ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები შენ გვერდითა ვართ,წარმატებებით გევლოს მთელი ცხოვრება,გამრავლდი და გაიხარე,უფლის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეს.
თერჯოლელი
16:01 24-06-2023
2
ძალიან საინტერესო ანალიზია, ეროვნული ნაკრები, 21წლამდელთა ნაკრები, ყოველთვის პრიორიტეტული იყო ეროვნული ნაკრები, რომელიც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბევრ ღირსშესანიშნავ და გამორჩეულ ეპიზოდებს გვთავაზობს, მაგრამ დღეს სულ სხვა განზომილებაში შეიძლება მოვხვდეთ. ვირწმუნოთ და დავიჯეროთ, რომ ეს პერიოდი შორს არ არის, მაღალმა ღმერთმა შეგაძლებინოთ თქვენ, თითოეულ ქართველ ფეხბურთელს ჩვენი და თქვენი ოცნების ასრულება, რასაც დიდ ევროპულ ან მსოფლიო ტურნირზე მოხვედრას გულისხმობს,
ირაკლი
22:52 23-06-2023
2

სიახლეები პოპულარული