ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

"ნაპოლიმ" კვარაცხელიას რეკლამაში ჩართვა გააპროტესტა? - როგორ იმოქმედებს "კოკა კოლა"?

AutoSharing Option
კარგად მოგეხსენებათ, რომ 21 ივნისიდან საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება. "კოკა-კოლა" ეროვნული ნაკრებისა და ხსენებული ტურნირის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ ახალი შეფუთვების წარმოება დაიწყო, რომლებზეც ნაკრების ფეხბურთელები არიან გამოსახული. პირველი ეტიკეტის ბეჭდვაზე ხვიჩა კვარაცხელია ვიხილეთ, რასაც სხვა მოთამაშეებიც მოჰყვა. თუმცა, ცნობილი ამბავია, რომ ნეაპოლური კლუბი საკუთარი ფეხბურთელების რეკლამაში ჩართვას მკაცრად აკონტროლებს. კლუბის პრეზიდენტი მათ უფლებას არ აძლევს, სარეკლამო თანხა დამოუკიდებლად გამოიმუშავონ, რის გამოც კონფლიქტები არაერთხელ გვინახავს.

Goal.ge-ს თანახმად, "ნაპოლიმ" პროტესტი უკვე გამოთქვა, რის გამოც შესაძლოა, "კოკა კოლას" ბოთლები კვარაცხელიას
გამოსახულებით ვეღარ ვიხილოთ.

შეგახსენეთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები სასტარტო მატჩში პორტუგალიელ თანატოლებს დაუპირისპირდება, ჯგუფში კი ბელგიელები და ნიდერლანდელებიც არიან.

altუნდა ითამაშოს კვარაცხელიამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე? - ნაკრების თავკაცის დილემა...

alt 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სრული კალენდარი და ლოკაცია გადანაწილდა

ასევე დაგაინტერესებთ