ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, რომელიც დღეს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, ნომინალური სტუმრის სტატუსით ინგლისის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდა, შეხვედრა დიდი ანგარიშით - 2:6 დათმო.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ჩვენი გუნდიდან გოლები გუნდის კაპიტანმა - საბა გეგუჩაძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ჯგუფის ბოლო მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს გამართავს. ჯგუფს, 6 ქულით ინგლისი ლიდერობს, ხოლო ისრაელის ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

nakrebi.ge