ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U21. ჯგუფში ტურნირის ვიცე-ჩემპიონთან - ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 18 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 21-წლამდელთა ევრო 2023-ის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

A ჯგუფი - საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები

B ჯგუფი - რუმინეთი, ესპანეთი, ხორვატია, უკრაინა

C ჯგუფი - ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი

D ჯგუფი - ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან
ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველო:

ბათუმი, "ბათუმი არენა": C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით.