ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

18-წლამდელებმა გასვლაზე უნგრეთი დაამარცხეს

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშში მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით - 1:0 მოიგო.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 62-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა. თბილისის დინამოელმა თემურ ღონღაძის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

დარჩენილ დროში უნგრელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ - 84-ე წუთზე 18-წლამდელთა კარში პენალტი დაინიშნა, მასპინძელთა მცველის - ნორბერტ კისის დარტყმული კი პაპუნა ბერიაშვილმა მოიგერია.

18-წლამდელთა მწვრთნელ ლაშა ფირცხალაიშვილისთვის განვლილი მატჩი სადებიუტო გახლდათ. მომდევნო მატჩს მისი გუნდი 3 მარტს, 14:00 საათზე, ისევ უნგრეთის
წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის დაწყებამდე 18 წლამდე ვაჟთა ნაკრების წევრებმა, გუნდური ფოტოს გადაღებისას, სიმბოლურად უკრაინის და საქართველოს დროშები გაშალეს, რითიც მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატეს.

nakrebi.ge