ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

სამწუხაროდ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა

AutoSharing Option
უეფას რეგლამენტის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ბოლოადგილოსან მაკედონიასთან 6:1 მოგება მეორეადგილოსნებთან ქულების დათვლისას მხედველობაში არ მიიღება, ჩვენს გუნდს სხვებთან შედარებით უარყოფითი შედეგი აღმოაჩნდა და 16-გუნდიან ფინალურ ეტაპზე, რომელიც მაისში ინგლისში ჩატარდება, მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მეორეადგილოსნებს შორის საქართველოს ნაკრებმა 1 ქულა დააგროვა, ბურთების შეფარდება 2:4-თან, ბელგიას და გერმანიასაც 1-1 ქულა დაუგროვდათ, თუმცა მათ ბურთების შეფარდება -1 აქვთ და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.