U21. საქართველო VS დანია - ბოლო იმედის მატჩი!

AutoSharing Option
დღეს, 27 მარტს, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები დანიელ თანატოლებს შეხვდება. მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია Silk Sport 1-ზე იქნება.

დანიელებმა წინა ურთიერთდაპირისპირებაში 5:2 გაგვანადგურეს. იმ მატჩში დუბლი შეასრულა ბექა მიქელთაძემ. ზოგადად, დანიელებმა ამ ტურნირზე ყველა გუნდი დაამარცხეს დიდი ანგარიშით, გარდა პოლონელებისა. 5:0 მოუგეს ფინეთს, 6:0 დაამარცხეს ლიტვა და ადვილად გაუმკლავდნენ ფარერებს (3:0). პოლონეთთან კი 1:3 დამარცხდნენ.

საქართველომ წინა შეხვედრაში მეორე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში და ფარერები 1:0 დაამარცხა. ეს ზედიზედ მეორე გამარჯვება გამოდგა ამ შესარჩევში.
მანამდე ჩვენ თბილისში ლიტვა 1:0 დავამარცხეთ.

ფარერებთან მოვიგეთ, მაგრამ გაჭირვებით... თუმცა, მთავარი ტაბლოა და ის 3 ქულა, რომელმაც ცხრილში პოზიციები გაგვიმყარა. გასაკვირი მხოლოდ ის იყო, თუ რატომ დასჭირდა ამ შეხვედრაში გია ცეცაძეს დაცვითი ტაქტიკა - 5 ნომინალური მცველი და არცერთი ფორვარდი.

 

არადა, დღევანდელ შეხვედრაში შეიძლება მსგავსი ფორმაცია ნამდვილად დაგვჭირდეს. დანიელთა ეს თაობა არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, მაგრამ ფორვარდი მაინც საჭიროა, რომ შესაბამის მომენტში შესაბამის ადგილზე იყოს და გოლიც გაიტანოს. ამ შემადგენლობაში, ალბათ, იდეალური იქნებოდა, თუ ძირითადში დაიწყებდა ბექა მიქელთაძე.

მეტოქესთან ამ ასაკობრივ დონეზე სულ 3 ოფიციალური შეხვედრა გვაქვს გამართული და სამივეში დავმარცხდით, ბურთების ბალანსი 4:10-ზე.

სად თამაშობენ სკანდინავიელები? - ნაკრები, ძირითადად, დაკომპლექტებულია ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებით, თუმცა მათაც ჰყავთ წამყვან ჩემპიონატში მოთამაშე სპორტსმენები: ფილიპ ბილინგი (ჰადერსფილდი), იოაჰიმ ანდერსენი (სამპდორია), რასმუს კრისტენსენი (აიაქსი), იაკობ ლარსენი (შტუტგარტი), ნიკოლაი ლორსენი (პსვ 2).

მთავარი მწვრთნელი ნილს ფრედერიკსენია, რომელიც 2015 წლიდან დანიელ ახალგაზრდებს მოძღვრავს და საკმაოდ წარმატებულადაც. ის არ ღალატობს თავის სტილს. ფრედერიკსენს ძალიან უყვარს შეტევა და ამ კოზირსაც საკმაოდ კარგად იყენებს.

თუ "ტრანსფერმარკეტს" გადავხედავთ, მათი ეს თაობა 15,85 მილიონ ევროდაა შეფასებული, ჩვენი კი - 5,65 მილიონად. ყველაზე ძვირად ღირებული 22 წლის მარკუს ინგვარტსენია, "გენკის" ფეხბურთელი და 3,5 მილიონი ევრო ღირს. ჩვენებში კი - 21 წლის გიორგი ხარაიშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა "გეტებორგის" ფეხბურთელი და 750 000 ევროდაა შეფასებული.

გია ცეცაძეს დღეს რთული მისია აქვს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის მცირე შანსი უჩნდება. რა თქმა უნდა, ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ და ამ შემთხვევაში, მეტოქეებმაც უნდა დაკარგონ ქულები.

ცხრილი დღეს ასე გამოიყურება:

1. დანია 5 4 0 1 20-5 12
2. პოლონეთი 5 3 2 0 13-6 11
3. საქართველო 6 2 1 3 7-13 7
4. ფინეთი 5 1 3 1 8-11 6
5. ფარერების კუნძულები 6 1 2 3 6-11 5
6. ლიტვა 5 1 0 4 3-11 3


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი ჩოჩიშვილი (ზლატე მორავცე, სლოვაკეთი);

მცველები: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), დავით კობოური (დინამო თბ), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელორუსი), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გურამ გიორბელიძე (სიონი), თამაზ ცეცხლაძე (სებაილი, აზერბაიჯანი), ლუკა ნადირაძე (ოლიმპიკი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), ბექა მიქელთაძე (რუსთავი).
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლინკი მაინც დააგდეთ რომ უყუროს კაცმა, არ გვაქვს ეს სილკი და ჩვენ რატომ ვერ უნდა ვუყუროთ მათხოვრებო
zviadi
17:17 27-03-2018
0
ახაიგაზრდულის ლინკი მაინც დადეთ რო ვუყურო, არ მა იქნება სილკ1
zvio
17:09 27-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული