გია ცეცაძე: ყრუ დაცვაში არ ჩავჯდებით არც ერთ მოწინააღმდეგესთან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იანვრის მეორე ნახევარში თურქულ შეკრებაზე წავა და აზერბაიჯანელ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.

ახალგაზრდული ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით კი ითამაშებს, მაგრამ მატჩი მაინც დიდი მნიშვნელობისაა - სწორედ ამ სპარინგში შედგება გია ცეცაძის დებიუტი.

"ლელო" ცეცაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- გია ცეცაძე შემტევ ფეხბურთთან ასოცირდება. როგორ ითამაშებს მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები?
- დღევანდელ ფეხბურთში აღარავინ თამაშობს ისე, რომ მხოლოდ შეტევას აქცევდეს ყურადღებას. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩემი ხელმძღვანელობით არ ითამაშებს დაცვით
ფეხბურთს.

ყრუ დაცვაში არ ჩავჯდებით არც ერთ მოწინააღმდეგესთან. მე, უბრალოდ, არ ვიცი ასეთი ფეხბურთი. ვეცდებით, თავად ვუკარნახოთ ჩვენს მოწინააღმდეგეს თამაშის სცენარი. გასათვალისწინებელია მეტოქის ფაქტორიც.

იხილეთ ინტერვიუს გაგრძელება Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული