U15. საქართველოს ნაკრებმა ოთხთა ტურნირზე ლიტვა გაანადგურა

AutoSharing Option
თბილისში დაიწყო ოთხთა საერთაშორისო ტურნირი 15-წლამდელთა ნაკრებებს შორის. პირველი ტური წარმატებული გამოდგა საქართველოს და თურქეთის ნაკრებებისთვის.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტექნიკურ ცენტრ "ბასას" მოედანზე ლიტვას 6:0 მოუგო, ხოლო თურქეთმა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 2:0 აჯობა ბელორუსს.

ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან უდიდესი უპირატესობა ტაიმებში 3-3 გოლით აღნიშნა. თავი ჯაბა ჯიბლაძემ (მე-7 წუთი), ლუკა ქუნთელიამ (19), ლუკა გაგნიძემ (26), ლუკა თაგორაშვილმა (51), ნიკა სიხარულაშვილმა (60) და გიზო მამაგეიშვილმა (66) გამოიჩინეს.

ლიტვასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

შურღაია, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, ზოსიაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი,
ჩხეტიანი, ჯიბლაძე, ქუნთელია.

შეცვლაზე შევიდნენ: აბჟანდაძე, მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, სიხარულაშვილი, ბეჭვაია, მეხტიევი, თაგორაშვილი.

მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. 12 საათზე "დავით პეტრიაშვილზე" ლიტვა თურქეთს შეხვდება, ხოლო 14 საათზე "ბასაზე" საქართველო ბელორუსს გაეჯიბრება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული