ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ უძლიერესი შემადგენლობით ვერასდროს ვითამაშეთ

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- როგორ შეაფასებდით მატჩს?

- ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ჩვენთვის ეს გამარჯვება და მთავარი იყო ის, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. შეიძლება თამაშის ხარისხი არ იყო მთლად კარგი, თუმცა ძალიან ხისტ და დისციპლინირებულ გუნდს ვეთამაშეთ. ძნელია ასეთი გუნდის დამარცხება. მეტოქე 90 წუთი დაცვაში იყო ჩამდგარი. უპირატესობას ვფლობდით და ფაქტია, დამსახურებულად მოვიგეთ.

-უკვე მე-5 მატჩია და თამაშის ხარისხის მხვრივ, პროგრესი არ არის. რა არის ამის მიზეზი? თქვენი გუნდები, რომლის მწვრთნელი იყავით ადრე, გაცილებით
ორგანიზებულად თამაშობდნენ.

- ბევრი მიზეზია, პირველ რიგში საკადრო პრობლემებია, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, უძლიერესი შემადგენლობით ვერასოდეს ვერ ვითამაშეთ. დღესაც ნახეთ ალბათ ნახევარმცველები, პრაქტიკულად ორი-სამი ფეხბურთელი გვყავს, რაც გუნდის ღერძია და ნაკლებად დაბალანსებულია. ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და შემტევი შემადგენლობა ვათამაშეთ, პრინციპში ამან გაამართლა და შედეგი სახეზეა.

- U21. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

- როგორ შეაფასებდით მატჩს?

- ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს გამარჯვება და მთავარი იყო ის, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ. შეიძლება თამაშის ხარისხი არ იყო მთლად კარგი, თუმცა ძალიან ხისტ და დისციპლინირებულ გუნდს ვეთამაშეთ. შესაბამისად რთულია გუნდი რომელიც დაცვაში თამაშობს, 90 წუთის განმავლობაში მისი უკანახაზის გარღვევა. უპირატესობას ვფლობდით და ფაქტია, რომ დამსახურებულად მოვიგეთ.

-უკვე მე-5 მატჩია და თამაშის ხარისხის მხვრივ, პროგრესი არ არის. რა არის ამის მიზეზი? თქვენი გუნდები, რომლის მწვრთნელი იყავით ადრე გაცილებით ორგანიზებულად თამაშობდნენ.

- ბევრი მიზეზია, პირველ რიგში საკადრო პრობლემებია, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია. სამწუხაროდ უძლიერესი შემადგენლობით ვერასოდეს ვერ ვითამაშეთ. დღესაც ნახეთ ალბათ ნახევარმცველები, პრაქტიკულად ორი-სამი ფეხბურთელი გვყავს, რაც გუნდის ღერძია და ნაკლებად დაბალანსებულია. დღეს, ნაბიჯი გადავდგით და შემტევი შემადგენლობა ვათამაშეთ, პრინციპში ამანაც გაამართლა და შედეგი სახეზეა.

ასევე დაგაინტერესებთ