U21. საქართველო VS ლიტვა - გამარჯვების გარეშე არაფერი გამოვა!

AutoSharing Option
დღეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ლიტველ თანატოლებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება უფასოა.

საქართველოს ნაკრებს 4 ტურის შემდეგ გამარჯვება დღემდე არ მოუპოვებია და ერთადერთი ქულით ბოლო ადგილზეა.

აქამდე ახალგაზრდული ნაკრები სამჯერ დამარცხდა: პოლონეთთან 0:3, დანიასთან 2:5 და ფარერებთან 1:3. სამი დღის წინ კი ფინეთს 2:2 ვეთამაშეთ და დღეს ფრე არავითარ შემთხვევაში არ დაგვაკმაყოფილებს.

ლიტვას სამი თამაში აქვს ჩატარებული ჯგუფში: ფარერები 3:0 გაანადგურეს, დანიასთან 0:6 განადგურდნენ და პოლონეთთან 0:2 დამარცხდნენ.

ჯგუფიდან პირველი
ადგილის მფლობელი პირდაპირ გადის, ჩვენს ჯგუფს კი 4 მოგებით დანია ლიდერობს. ხოლო 9 ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მე-2-ადგილოსანი გავა შემდეგ ეტაპზე.

საქართველოს შანსები აქვს, მაგრამ გამარჯვების გარეშე არაფერი გამოვა და თუ ნაკრები ერთ გუნდად არ შეიკრა, კიდევ დიდხანს შეიძლება მოგვიწიოს გია გეგუჩაძის თავის მართლების მოსმენა.

წინა შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გადაწყვიტა, გიორგი არაბიძე და გიორგი ბერიძე სათადარიგო შემადგენლობაში დაეტოვებინა. არადა, მოედანზე მათი გამოჩენის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე მანამდე.

დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ბოლო ინფორმაციით, ტრავმირებულია და მაგიტომ ვერ ეხმარება ნაკრებს.

ლიტვის ახალგაზრდული ნაკრები, ძირითადად, ადგილობრივი ჩემპიონატიდან არის დაკომპლექტებული, მაგრამ ჰყავთ ლეგიონერები: "სამპდორიის" მეკარე ტიტას კრაპიკასი და "კიოლნის" შემტევი მანფრედას ზურგისი.

ლიტვის 21-წლამდელთა ნაკრების ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 1,90 მილიონი ევროა, საქართველოს ნაკრები კი 5.68 მილიონადაა შეფასებული.

მთავარია, გულშემატკივარი სტადიონზე მოვიდეს, მოგების შემთხვევაში მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ არ გამომიქვეყნე კომენტარი ბატონო გალაქტიონ, ვიგაცეებს ხომ არ ეწყინათ თუ შენ გეწყინა?
roma
10:24 15-11-2017
0
რომელ არხზე გადის?
roma-ni
20:11 14-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული