U19. საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევში ანდორას ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
11 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის მეორე მატჩი ანდორასთან გამართა.

დაპირისპირება ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრის 43-ე წუთზე პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე ბექა დარციმელიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ქართველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ. 86-ე წუთზე მეტოქემ მაინც შეძლო გათანბრება, გოლის ავტორი ალბერტ გრაუ სამპერმა გახდა.

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთთან 14 ნოემბერს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. საქართველოს ნაკრებს ამ დროისთვის 1 ქულა აქვს. პირველი
მატჩი ქართველებმა ბოსნიასთან 0:1 წააგეს.

საქართველოს ნაკრები: გუშეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), ნინუა, ქავთარაძე (ოზბეტელაშვილი 61), კვარაცხელია, ხარაბაძე, დავითაშვილი, დარცმელია
მკითხველის კომენტარები / 69 /
"ფეოლა"გვჭირდება სასწრაფოდ,ის თუ გვიშველის,თორემ დალია ჩაილურის წყალი ფეხბურთმა საქართველოში,ვაისა და მაისა გინდ ყოფილი და გინდ არა.........
გორელი2
09:43 15-11-2017
0
არავიზე არ მინდა აუგი ვთქვა, მაგრამ მართლა გული მისკდება და ვერ ვხვდები, რა ხდება ხალხო!!!!! ეჭვი შეიძლება შეეპაროს ადამიანს, საბოტაჟთან ხომ არ გვაქვს საქმე!!! მოაშორე ეს უვარგისი მწვრთნელები პრეზიდენტო, თუ არადა, შენ მოშორდები. უკვე მეტის მეტია. მაინც გავბრაზდი ბოლოს. ბოდიშით.
GOGA
18:04 14-11-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული