საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან ლოგიკურად დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა (0:2).

ორივე გუნდს პირველი ორი შეხვედრა მოგებული ქონდა, ელიტრაუნდის საგზური კი მოპოვებული და ისღა უნდა გაერკვიათ, ვინ დაიკავებდა ჯგუფში პირველ და ვინ მეორე ადგილს.

არანაკლებ საინტერესო გახლდათ ძლიერ გუნდთან როგორ იასპარეზებდნენ ქართველი ჭაბუკები. პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს შეტევაში იერიშები არ გამოუვიდა, მეტოქემ კი სამი მომენტიდან ორი გამოიყენა:

მე-15 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაკიდებულ ბურთზე ყველას ვერჯანიმ დაასწრო, მაგრამ მისი თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტი
გამოდგა.

32-ე წუთზე არმინი მოედნის ცენტრში დაეუფლა ბურთს, ოდნავ წინ წაიწია, გისლანდს უპასა და ამ უკანასკნელმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დალაშქრა ხარშილაძის კარი.

მე-40 წუთზე კი ნონიკაშვილმა საჯარიმოში წააქცია ვერჯანი და თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები შეეცადნენ მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ მეტოქის აქტიური პრესინგის დაძლევა გაუჭირდათ, არც ლიდერი გამოჩნდა, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და მატჩში გარდატეხას შეიტანდა. თუმცა, რამოდენიმე მომენტი ჩვენს გუნდს ქონდა.

პირველი სახიფათო მომენტი საქართველოს ნაკრებმა 61-ე წუთზე შექმნა, როდესაც მარჯვენა ფრთაზე კაპანაძე გაიჭრა, ზუსტი გადაცემა გაუკეთა კვარაცხელიას, მისი დარტყმული ბურთი კი ხარიხას მოხვდა. 74-ე წუთზე იმავე კვარაცხელიას არ დაანება მოწინააღმდეგის კიპერმა გოლის გატანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-3 წუთზე კვარაცხელიას გადაცემულ ბურთზე დავითაშვილი გაიხსნა და მისი კარში გადაგზავნა ვერ მოახერხა.

მოკლედ, დამარცხდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, დამარცხდა ლოგიკურად და გუნდის ნაკლოვანებებიც ნათლად წარმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, მივულოცოთ გიორგი ნემსაძის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა და წარმატებები ვუსურვოთ.

საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (80. ჩოთალიშვილი), შვარცი

იტალია:
ჯელმი, ბარაზეტა (46. მიჩელოტი), არმინი, სეპრე, გისლანდი (68. ტონინი), გიაბუა, ვერჯანი. პონსი, გრეგო, სანდრი, კორტონოვისი (79. ლეონე)
გოლები: 32. გისლანდი (32). 40. ვერჯანი (40),

გაფრთხილება: ბარაზეტა (33), სანდრი (36), გრეგო (60). 65. შალიკაშვილი
მკითხველის კომენტარები / 10 /
ახლა მეტი თავისუფალი დრო გაქვთ,ახლა მაინც ნახეთ ფეოლა.გიორგი ნემსაძეს და მის ფეხბურთელებს მივმართავ.ელიტ რაუნდში გასვლას ,რა თქმა უნდა ვულოცავ ბიჭებს,კარგად ითამაშეს პირველი ორი შეხვედრა, იტალიასთან კი მეტ მოტივაციას ველოდი,მათთან უნდა გაგვეგო ჩვენი რეალური ფასი და ძალა,მაგრამ ბიჭებმა თავები არ დადეს.საინტერესოა,რაგბისტებიც ასე მოიქცეოდნენ?არა მგონია.
სოსო
12:30 31-10-2017
4
ვისთან დამარცხდა არალოგიკურად?
krazana
12:12 31-10-2017
0

სიახლეები პოპულარული