U21. როცა საქართველოს ნაკრები ფარერებზე 31-ჯერ ძვირი ღირს

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების სტუმრობას ფარერების კუნძულებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხზე ჯერჯერობით დუმილს არჩევენ ფედერაცია და ნაკრების მწვრთნელები.

გია გეგუჩაძე ჩვენს ზარებს უბრალოდ, არ პასუხობს.

მატჩის შედეგის შესახებ ინფორმაცია ფედერაციის ოფიციალურ საიტზე დღემდე არ დევს.

- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

ფაქტია, რომ არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები და არც გულშემატკივარი ფარერების კუნძულების ნაკრებს არ ვიცნობდით. რა ისტორია აქვს ფარერების ახალგაზრდულ გუნდს და ფინანსური თვალსაზრისით როგორ არის შეფასებული, ამ სტატიაში გაეცნობით.

ფარერების ახალგაზრდულმა გუნდმა პირველი ოფიციალური შეხვედრა
2007 წლის ივნისში გამართა და ხორვატიასთან 2:0 წააგო. პირველი გოლი 2007 წლის სექტემბერს, იტალიასთან 2:1 წაგებულ შეხვედრაში გაიტანეს. პირველი ფრე აზერბაიჯანთან ითამაშეს 2007 წლის ოქტომბერში - 0:0.

პირველი გამარჯვება სენსაციური აღმოჩნდა, 2009 წელს მათ რუსეთის ნაკრები 1:0 დაამარცხეს. 2009 წლიდან, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვებამდე, 8-წლიან მონაკვეთში მხოლოდ 3 მატჩი აქვთ მოგებული: ლატვიასთან, ანდორასთან და მონტენეგროსთან.

ამ შესარჩევში სულ 4 შეხვედრა ჩაატარეს: ლიტვასთან და დანიასთან წააგეს, ფინეთთან ფრე ითამაშეს და საქართველოს მოუგეს. შესაბამისად, მე-3 ადგილზე არიან, ჩვენი ნაკრები კი ბოლოზეა.

ფარერების ახალგაზრდული ნაკრების ღირებულება, "ტრანსფერმარკეტის" შეფასებით, 225 ათასი ევროა, საქართველოს ნაკრების ღირებულება კი 31-ჯერ მეტია - 7,15 მილიონი ევრო.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი მეინჰარდ ოლსენია, მისი ფასი 100 000 ევროა და ადგილობრივი კლუბის, "ტორშავინის" ღირსებას იცავს. საქართველოს ნაკრებში ყველაზე ძვირად ღირებული გიორგი ჩაკვეტაძეა, რომლის ღირებულება 750 000 ევროა და ბელგიური "გენტის" ფეხბურთელია.

მათ ნაკრებში ორი ლეგიონერია, რომლებიც ნორვეგიის პირველ და მეორე ლიგაში თამაშობენ. საქართველოს ნაკრებში 8 ლეგიონერი იყო გამოძახებული.

თუ ტაქტიკებს გადავხედავთ, მეტოქემ 4-5-1 გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ. გეგუჩაძემ მათ ტაქტიკას 4-3-3 დაუპირისპირა.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფარერების 50 000-იანი მოსახლეობა გააბედნიერა. ჩვენც ხომ გვიხარია, როცა ჩვენზე ძლიერ მეტოქეს ვამარცხებთ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
განცხადებას რატო არ წერს გეგუჩაძე? ნუთუ ასეთი უსინდისოა? არა და რომ შეხედავ არ ეტყობა.
0
არადა რამდენი ჩლუნგი ლობისტი ჰყავდა გეგუჩაძეს თბილისში. არიქადა მსოფლიო დონის სპეციალისტი გვყავს და ეროვნულისთვის სადღაც ვეძებთ მწვრთნელებსო. თქვენი არ ვიცი და მე დღევანდელ დღესავით მახსოვს ყველა ის თამაში თუ როგორ შეაგდეს "დინამო" ევროპის ჯგუფურში თვალთმაქცმა და გაიძვერა ევროპელებმა და ყველა ის თამაშები რაც სამარცხვინოდ აწვალეს ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ჯგუფში. "ნიუკასლმა" მთელი ორი ტაიმი საჯარიმოდან არ გამოუშვა "დინამო" და მხოლოდ ორი გაუტანა, როცა შეეძლო ათიც და ოციც გაეტანა უპრობლემოდ. "სპორტინგი" ჩამოვიდა და პატიოსნად გაგვიტანა ოთხი გოლი, ხოლო ბერძნების ნახევრად მკვდარმა "პანიონისმა" რაც დამართა "დინამოს" ეს ფეხბურთის ისტორიაშიც კი ალბათ ერთეული მოვლენაა, როცა რომელიღაც გუნდი წინასწარ გაწერილი ანგარიშით გიგებს თანაც ტაიმბოლით და თანაც ისე რომ ამის შესახებ "დინამო" და მისი მწვრთნელ მეპატრონეები საქმის ბაიბურშიც კი არ იყვნენ და როცა ამ თამაშის ანგარიშზე 5-2-ზე იდო ევროპაში ძალიან დიდი ფული და ტაიმბოლზე 27 კუშით კიდევ. მაშინ დინამო და ქართული ფეხბურთი კარგად გადაურჩა სანქციებს და დიდი ხნის დისკვალიფიკაციას და დასაჯეს მხოლოდ ბერძნები ამ "დინამოსთვის" სამარცხვინო შედეგისთვის. ეს იყო გეგუჩაძე მთელი თავისი ცოდნით და დიდებით. რაც შეეხება ამ პატარა ბიჭებს, დროზე მოაშორეთ ეს ყომარბაზი ნაკრებებს თორემ ისედაც საცოდავ ეროვნულს შემცვლელებიც კი აღარ ეყოლება მაგათ ხელში.
................
10:39 14-10-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული