ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U21. საქართველოს ნაკრები: რას გვპირდებოდნენ ლევან კობიაშვილი და გია გეგუჩაძე

AutoSharing Option
რატომ ვერ გაამართლა მოლოდინები გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში? ეს ის კითხვაა, რომელიც ყველას აწუხებს.

არადა, გეგუჩაძე საკლუბო დონეზე, საქართველოში მოღვაწე მწვრთნელებში ყველაზე წარმატებულია.

12 მატჩია, რაც გეგუჩაძე უძღვება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს: 3 მოგება, 3 ფრე და 6 წაგებაა მის ანგარიშზე. იყო ამბიცია, რომ ევროპის 2019 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც იტალიასა და სან მარინოში გაიმართება, საქართველოს ნაკრები ითამაშებდა.

მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან უკვე 3 მატჩი ჩავატარეთ და ყველა თამაშში გავნადგურდით. ყველაზე სენსაციური მატჩი კი ბოლო იყო, ფარერების ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3:1 დაგვამარცხა.

-nakrebi/110422-u21-farerebi-saqarthvelo-31-vis-imedadaa-qarthuli-fekhburthi-video.html">- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

საინტერესოა სტატისტიკაც, საქართველოს ნაკრებმა 22-ჯერ დაარტყა კარში: 18 არაზუსტად, 1 ზუსტად და 3 დაბლოკეს. ფარერებმა 6-დან 3 ჯერ ზუსტად დაგვირტყა კარებში და 3 გოლი გაგვიტანა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზია აქვთ და შეიძლება ისინი ნაადრევად ვაქციეთ "ვარსკვლავებად": გიორგი არაბიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ხარაიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლუკა ზარანდია და ა.შ.

რას გვპირდებოდნენ და რა იგეგმებოდა, გადავხედოთ ქრონოგრაფიას:

2016 წლის 28 იანვარი
ლევან კობიაშვილი: "გია არის გამოცდილი მწვრთნელი სწორედაც ახალგაზრდებთან მუშაობაში. ჩვენ გვჯერა, რომ მისი საქმიანობა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე იქნება წარმატებული და ის არაერთ ფეხბურთელს მოუმზადებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს...

გია გეგუჩაძის კონტრაქტი სამწლიანია. ამ ციკლში, მოგეხსენებათ, აღარ არის შანსი, მომდევნოში კი ყველანაირად ვეცდებით, ერთობლივი მუშაობით დავდოთ შედეგი...

კონტრაქტი გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე".

გია გეგუჩაძე: "ჩვენი მიზანია ყველა ასაკობრივი ნაკრების წინ წაწევა. გარდა ამისა, რასაკვირველია, უნდა იყოს შედეგი, რომელსაც გულშემატკივარი ელის.

ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო და არის დიდი ნიჭი. მთავარია, სწორად მოვამზადოთ ფეხბურთელი. მაგრამ 16 წლისა რომ ნიჭიერია ფეხბურთელი, ორ წელიწადში რატომ წყვეტს ზრდას? ნიჭი ხომ არ ქრება?"

2016 წლის 22 მარტი
გია გეგუჩაძე: "ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და ამ მხრივ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის".

2016 წლის 12 ივნისი
გია გეგუჩაძე: "მაქვს ძალიან დიდი ოპტიმიზმი, რადგან ვხედავ დიდ ნიჭს. ახლა ამ ოპტიმიზმის საფუძველი ძალიან რთული ასახსნელია, მაგრამ მე მჯერა ჩვენი ფეხბურთის მომავლის. არის კიდევ ერთი: მწვრთნელი რომ მოდის, ის უმალ ვერ შეცვლის სიტუაციას. ყველაფერს თავისი დრო აქვს..."

2016 წლის 15 ოქტომბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენ არ გავურბივართ სირთულეებს და არც რთული ხასიათის ბიჭებს. რამდენ გუნდსაც ვწვრთნიდი, ყველგან მყავდა ასეთი რთული ხასიათის ფეხბურთელები. ფეხბურთელის შეფასებისას ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ნიჭი. ამასთან ერთად, ფეხბურთელი თავად უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანოს გუნდს და ქვეყანას...

რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, დიახ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პერსპექტივაში მასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ. მას მე ვაკვირდებოდი ბოლო მატჩებში და მომეწონა. თუნდაც ის ავიღოთ, რომ ახლა გაცილებით მეტს მოძრაობს".

2017 წლის 26 იანვარი
გია გეგუჩაძე: "საერთოდ, ჩვენ ყველა წილისყრის შემდეგ ომახიანად ვართ ხოლმე განწყობილნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალურად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო მატჩებში ნაწილობრივ ვნახეთ ის კონტინგენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ახალ შესარჩევში. ეს კი ის თაობაა, რომელიც იმედს გვაძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში არ არის გრანდი. წესით, ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ დანია, პოლონეთი და ფინეთი.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის. ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ. მოკლედ, სავსებით მისაღები ჯგუფია, არ ვარ უკმაყოფილო."

2017 წლის 4 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენს ასეთ თამაშს გამართლება არ აქვს. მეტოქემ აშკარად გვაჯობა და პირწმინდად წავაგეთ. პირველი გოლის შემდეგ თამაშს თავი დავანებეთ და შეტევები მხოლოდ მაშინ დავიწყეთ, როცა უკვე დიდი სხვაობით ვაგებდით (საქართველო-პოლონეთი 0:3).

2017 წლის 16 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: რა თქმა უნდა! ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მერწმუნეთ, დაკარგული არაფერია. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ პოლონეთის ნაკრების თაობაზე შედარებით მწირი ინფორმაცია გვქონდა. ზოგმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ახალგაზრდებში, ზოგმა 20-წლამდელებში ჩაატარა ამხანაგური თამაშები... მაგალითად, ახლა ვაკვირდებით დანიას და სულაც არ მგონია, რომ რაიმეთი ნაკლები გუნდია პოლონეთზე, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, შევძლებთ წარმატებით თამაშს.

არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო! ჩვენ გვჭირდება ძლიერი, მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები".
ასევე დაგაინტერესებთ