U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი იწვნია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - თუ პოლონეთსა და დანიასთან ნაწვნევ მარცხებს კიდევ ჰქონდა რაღაც ახსნა, გუშინდელი კოშმარი რით უნდა ავხსნათ?

ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.

ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.

ჯგუფიდან გასვლას
ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.

კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...

მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!

მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.

გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.

არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.

სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?

დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.

ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).

სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
ბიჭები თქვენ გაიხარეთ რომ მშრალი ანგარიშით არ წააგეთ :D გენავეთ გულში :D
toka
11 ოქტომბერი 2017 13:33
0
17 ნომერი დაცვაში რო აზრზე არაა ამას მწვრთელი ვერ ხედავს? მაშინ დაახვიოს...
17 ნომერი აზრზე არაა...
11 ოქტომბერი 2017 12:25
0
5 ნომერი ხომ გაგონებს კანავაროს?!)))
Gio
11 ოქტომბერი 2017 17:45
0
ფული გიყვართ ფედერაციაში და საქმეს რო ვერ აკეთებთ ეგ როგორაა!
კობიაშვილs
11 ოქტომბერი 2017 12:17
1
მე პირადად უარს ვამბობ სახელმწიფომ ფეხბურთი აფინანსოც ჩემი ხელფასის დანაკავებიდან.
დათო
12 ოქტომბერი 2017 12:33
0
გეგუჩაძე ვითომ მწვრთნელი...წადი!!!ავყია იმიჯი შექმნა წვრთბელის სინამდვილეში ბუტაფორიააა!
gia
11 ოქტომბერი 2017 14:56
1
კარგიტ რა ხალხნო რა აგრესიაა ფარერებთან წავაგეთ ესპანეთთან ინგლისთან და იტალიასთნ ხო არ წაგვიგია არა :D
ნოდო
11 ოქტომბერი 2017 12:22
1
ani-ს. სუსკაც რა და ასევე გადაეცი შენს ფავორიტ მწვრთნელს. არ თარგმნო. ესმის ეს ენა მამაპარურად.
საქო
11 ოქტომბერი 2017 11:44
0
ეროვნულმა პირველობამ დაღუპა ქართული ფეხბურთი, სანამ კიდევ დროა როგორმე უნდა მოხერხდეს ერთი ქართული გუნდის მონაწილეობა სხვა ძლიერი ქვეყნის პირველობაზე, მა გუნდი ფაქტიურად უნდა იყოს დაკომპლექტებული საქართველოს პერსპექტიული ფეხბურთელებით, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი კი უნდა იყოს ახალგაზრდა ფეხბურთელების პირველობა რომელიც მოამარაგებს პერსპექტიული ფეხბურთელებით ამ გუნდს, როგორც იყო თბილისის დინამო საბჭოეთის დროს, სტადიონზეც დაიწყებს ხალხი სიარულს და ფეხბურთიც განვითარდება
zmo
11 ოქტომბერი 2017 11:16
4
გეთანხმები. ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთს არაფელი ეშველება. თხოვონ უკრაინელებს ან თურქებს იქნებ ორი გუნდიც მიიღონ.
aleko
11 ოქტომბერი 2017 11:59
2
პატივიცემისა ყველა ფეხბურთელის მიმართ ვართ იქ სადაც უნდა ვიყოთ კანონზომიერებაა.
jorj
11 ოქტომბერი 2017 21:58
1
ხო, სულ დამავიწყდა დამეწერა, ჯერ აბრეზამ და კვარამ რა ფეხბურთი ითამაშეს, აზერბაიჯანს ვერ გასცდნენ და ...
ვოვა
11 ოქტომბერი 2017 16:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული