U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი იწვნია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - თუ პოლონეთსა და დანიასთან ნაწვნევ მარცხებს კიდევ ჰქონდა რაღაც ახსნა, გუშინდელი კოშმარი რით უნდა ავხსნათ?

ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.

ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.

ჯგუფიდან გასვლას
ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.

კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...

მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!

მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.

გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.

არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.

სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?

დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.

ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).

სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
ბიჭები თქვენ გაიხარეთ რომ მშრალი ანგარიშით არ წააგეთ :D გენავეთ გულში :D
toka
11 ოქტომბერი 2017 13:33
0
ქართული სპორტის მესვეურებს და საერთოდ, მთავრობას ვთავაზობ, ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დააფინანსოთ ეროვნული ჩემპიონატი და ასაკობრივი ნაკრებები, მათთვის ფედერაციას ისედაც საკმარისი თანხები აქვს. მხოლოდ საბავშვო ფეხბურთში ჩადეთ თანხა და რეგიონები გააძლიერეთ. გამოთავისუფლებული სახსრები სპორტის ისეთ სახეობებს მიახმარეთ, რომლებიც პერსპექტიულებია და მათი წარმომადგენლები სიხარულს გვანიჭებენ. კალათბურთის, ხელბურთის და სხვა ფედერაციები 5-6 ნაქირავებ ოთახში სხედან და საქმეს აკეთებენ(ფეხბურთელებზე უკეთ მაინც), ფეხბურთის ფედერაციას კი უზარმაზარი საკუთარი სასახლე აქვს ვაკეში. გაყიდონ ის შენობა და ფეხბურთს მოახმარონ, თავად კი სანამ წარმატება არ ექნებათ, სადმე ნაქირავებში გადავიდნენ, მაინც არაფერს აკეთებენ.
საშკა
11 ოქტომბერი 2017 13:30
0
ზალიან დიდი ბოდიში,ზალიან მერიდება ამას რომ ვწერ,მაგრამ რა ვქნა თქვენ მაიძულეთ ამ თამაშს და ანგარიშის შემხედვარე ძალია დიდი უ ნ ა მ უ ს ო ე ბ ი ხართ! მეტი არაფერი...
nikola
11 ოქტომბერი 2017 13:25
0
მატჩის შედეგი ყველაფერზე თავად მეტყველებს- მრავლისმთქმელია!
როგორც ხმები გავრცელდა, დანიასთან მატჩამდე გია გეგუჩაძე თვითმფრინავში გამხდარა ცუდად! ამ ფაქტზე არანაირი ინფორმაცია არ გამხდარა ცნობილი. და, ისიც საეჭვოა, რომ ეს ხმები ტყუილი იყოს! ფაქტი ის არის, რომ გეგუჩაძემ ვერ შეძლო(და ვერც შეძლებდა) გუნდს გაძღოლოდა! რა ხდება სფფ_ს კულუარებში?! ... ასე ყველაფრის მიჩუმათება-მიჩქმალვა, უწყობს ხელს იმ მდგომარეობას, რომელშიც ფგეს არის ფეხბურთი!
dato
11 ოქტომბერი 2017 13:22
1
ერთა ლიგაა ჩვენი საშველიო:)))):)):)):))ერთა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი რომ 3:1 მოგიგებს????:))):)):)):))):)))
tazo
11 ოქტომბერი 2017 13:21
0
მოკლედ ერთი თეთრით არ დააფინანსოდ ამ საცოდავი ხალხიდან აკრეფილი გადასახადებით ეს უნამუსო, უსისხლო , უჯიგრო ფეხბურთელები, და დროა ხალხმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუქთახორების წინააღმდეგ
fu
11 ოქტომბერი 2017 13:06
0
აქ არის რამოდენიმე ვარიანტი: ან ძალით არ ითამაშეს ბიჭებმა რომ გეგუჩაძე წავიდეს ნაკრებიდან ან გეგუჩაძე ვეღარ ერევა და არ ყოფნის შესაძლებლობა რომ გუნდი ათამაშოს. ფული გააკეთეს ესე მგონია ვიღაც ვიღაცეებმა ჩვენი ნერვების და ქვეყნის სიყვარულის ხარჯზე.
ლაშა
11 ოქტომბერი 2017 12:59
1
დღეს წავიკითხე სტატია სადღაც 4 წლამდე ბავშვს ოპერაცია ესაჭიროება კვდება და ნახევარი თანხაც ვერ შეგროვდაო,ჩამოაჭარით 20 20 პროცენტი ყველას და გადავარჩინოთ ის ხომ 4 წლისაა და ეს არაფრის მქნელები სამარცხვინოა ასე დარჩებიან,როგორ ვუწოდო ამათ ფეხბურთელი კი არაა...
სამარცხვინოებიი
11 ოქტომბერი 2017 12:57
1
დგეს სტატია ვნახე ასაკი არ მახსოვს მაგრამ 5 წლამდე ბავშვია სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებაო და ფული ნახევარიც არ აგროვდაო, ამათ რო აძლევთ ამხელა თანხას და გადაჯმულები აქვთ თავზე ჩაურიცხეთ იმ ბავშვს თანხა რო იცოცხლოს ჯერ 4 წლისაა და იღუპება.ჩამოაჭარით 20 20 პროცენტი ყველას ან გამოკითხვით ჩაატარეთ თუ გინდათ. უსირცხვილოები თამაში მაინც არ იციან
araa eg samartali
11 ოქტომბერი 2017 12:52
0
მოკლედ ამის ქვევით მართლა სადღა უნდა დაეშვას ქართული ფეხბურთი. ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკოთხოთ ეგ ჩემი კომენტარი ქართული ფეხბურთის მესვეურნო (მამებო?????) თუ კითხულობთ საერთოდ რამეს. ვარ რიგითი გულშემატკივარი და თავს ვთლი არც ისე დილეტანტ გულშემატკივრად, მაგრამ როგორც სპეციალისტი ვარ აბსოლუტურად დილეტანტი, ნუ სხვანაირად როგორ გითხრათ, მოკლედ არ ვარ სპეციალისტი. ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ 1970 წლიდან, სულ ეგ არის. ახლა მთავარი სათქმელი, რაც მინდა ვთქა. სხვა ასაკებში არ ვარ ჩახედული მაინც და მაინც, მაგრამ რაც შეეხება უ-17 სადაც მწვრთნელი არის გიორგი ნემსაძე, კი ბატონო ითამაშა ფეხბურთი რაღაც გარკვეული ფეხბურთი, არ გამაკრიტიკოთ ამ სიტყვებზე, ხო გარკვეული ფეხბურთი, ხო არ დაუნგრევია და ევროპის სტადიონები და რა ვიცი ხო არ არის ევროპული ტურნირების და ჩემპიონატების გამარჯვებული, ნემსაძესთანა ფეხბურთელი ძაან ბევრი ახსოვს ევროპისა და მსოფლიო ფეხბურთს და თუნდაც იყოს გრანდი და ლეგენდა, ეს იმას არ ნიშნავს რო დიდი ფეხბურთელი დიდი მწვრთნელია, ხო ამის მაგალითი ბევრია არ ჩამოვთლი და რისი თქმა მინადა, ეს არც ისე დიდი ფეხბურთელი საერთოდ არ არის მწვრთნელი.გაუშვით სანამ დროა ნუ ღუპავთ თაობას, თორემ ფარერები რა არის, თუმცა მეტი საით. მთავარი ახლა რა მინდა კიდევ გითხრათ, ხო დავწერე ვარ მეთქი რიგითი გულშემატკივარი და ფეხბურთის არა სპეციალისტი დილეტანტი და როგორც დილეტანტი ვამბობ, მომეცით 2 თვე ვადა. ნორმალური პირობები, არ მინდა მილიონები და მე შევკრიბავ უ-17, ყავდეს ნემსაძეს ვინც უნდა, თავის დავითაშვილ, კვარაცხელიანად, აბზიანიძე, ჯანგველაძე და ვინც უნადა. დარჩენილი ბავშვებიდან მე შევკრიბავ გუნდს და როგორც გითხარით მომეცით 2 თვე ვადა და ნემსაძის უ-17 დავცემ, მთელი ფედრაციის თვალწინ. კობიაშვილო და მუჯირო, დადევით ამ კომენტარის გვედით ტქვენი ტელეფონი და მე დაგირეკავთ და ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ნახავთ შედეგსაც. გელოდებით და მოაშორეთ ეგ კაცი ნაკრებს. ფარერები სანატრელი გაგიხდებათ.
ბადრი
11 ოქტომბერი 2017 12:51
0
უსინდისო და უნამუსო ამ საიტის თანამშრომლები არიან. 2ჯერ დავწერე კომენტარი და არ დადეს! ვითომ არო? შეურაწყოფა მივაყენე ვინმეს? 1962 წლიდან დავდივარ ფეხბურთზე და ჩემი აზრი არ შეიძლება რომ დაიდოს? კარგად მოძებნეთ და დადეთ.
alexandre
13 ოქტომბერი 2017 09:19
0
ნემსაძეს U-17 -ის მწვრთნელობა ღუპავს ქართულ ფეხბურთს? აი ასეთი გულშემატკივრები რომ ვართ, იმიტომაც არის ნაკრებები და ზოგადად ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში. ეეეე....
alexandre
13 ოქტომბერი 2017 09:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული