U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი იწვნია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - თუ პოლონეთსა და დანიასთან ნაწვნევ მარცხებს კიდევ ჰქონდა რაღაც ახსნა, გუშინდელი კოშმარი რით უნდა ავხსნათ?

ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.

ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.

ჯგუფიდან გასვლას
ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.

კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...

მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!

მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.

გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.

არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.

სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?

დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.

ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).

სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
შეიძლება ფეხბურთს ვერ თამაშობდე მაგრამ ქვეყნის იმიჯი რომ ესე არ გააპარტახო, შენი ხალხის სიყვარული, ესე გული რომ არ ატკინო რაღაცის სიყვარული მაინც ხომ უნდა გქონდეს ფეხბურთელს, აქ ყველაფერში დამნაშავე ეს გაბრექილი და უარგისი მწვრთნელებია ჯერ ბავშვს ქვეყნის სიყვარული უნდა ასწავლო, კაცობა და მერე ფეხბურთი, მაგრამ თვითონ არაფერი იციან და ბავშვებს რა უნდა ასწავლონ
fu tqveni
11 ოქტომბერი 2017 15:23
0
თქვენც ნახეთ რა გეგუჩაძე მწვრთნელი! რადგან დინამო ერთხელ უეფაზე ათამაშა??? წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის!!!!!!
goga
11 ოქტომბერი 2017 14:58
1
გეგუჩაძე ვითომ მწვრთნელი...წადი!!!ავყია იმიჯი შექმნა წვრთბელის სინამდვილეში ბუტაფორიააა!
gia
11 ოქტომბერი 2017 14:56
1
დღეს მომუშავე ყველა მწვრთნელი განსაკუთრებით ბავშვებში და ახალგაზრდებში გასაყრელია და ჩამოსაყვანია ესპანეთიდან მწვრთნელები, რომლებიც გაზრდიან შეუცვლიან მიდგომას ბავშვებს ფეხბურთისადმი გახდიან პროფესიონალებს. ეს ჩვენები ფულის კეთების და გაბღენძვის მეტს არაფერს აკეთებენ, ნეტავ განახათ თავი ისე მოაქვთ რომ გვარდიოლა ამათთან ვინ არის, საწრაფო ზომებია მისაღები...
fu
11 ოქტომბერი 2017 14:53
0
egre ra shedalocvilo,sul gamartlebis da baqi buqis zebnashi ukve statiebis kitxva agar minda....martlac vinaa es xalxi?eseti tamashi galatia,eris,nakrebis,sakutari tavis.....jurnalistebo gtxovt gamopxizldit...
euhh
11 ოქტომბერი 2017 14:39
0
ყველამ კარგად იცის და ხვდება,რომ საფეხბურთო ნიჭით,თანდაყოლილი ტალანტით,შესაბამისად პოტენციით ჩვენი ფეხბურთელები არა თუ ჩამორჩებიან პირიქით აღემატებიან,კიდეც მეტოქეებს
ეს აქსიომატური ჭეშმარიტება ყალიბდებოდა ქართული საფეხბურთო ისტორიის საწყისიდან და გრძელდება დღესაც მათ მიერვე გამოვლენილი ნიჭის წყალობით. არა მგონია ვინმემ ამაში ეჭვი შეიტანოს.
-გამოდის,რომ ჩავარდნის მიზეზი საფეხბურთო მეურნეობის ორგანიზებაშია
ის მოიცავს წმინდა ადამიანურ ურთიერთობებს როგორც მწვრთნელსა და
ფეხბურთელებს ასევე თვითონ ფეხბურთელებს შორის მნიშნელოვანია
მისაბაძი ნიმუში და ცვლილება მიდგომებში განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მიმართებაში იმისთვის,რომ მათ შეძლონ დაძლიონ
გაუცხოება ერთმანეთთან და გარემოსთან მთლიანობაში,შეძლონ ძალდაუტანებლად,რეალურად გამოამჟღავნონ შესაძლებლობები
ბ_-
11 ოქტომბერი 2017 14:38
0
გაიგეთ საქართველოში ფეხბურთი მოკვდა, რეიტინგში ყველაზე ბოლო ადგილზე მყოფ ქვეყანასთან რომ წააგებ, ნამუსი არ გაქვთ!?, თქვენ გეკითხებით ქართული ფეხბურთის მესვეურებო !
777
11 ოქტომბერი 2017 14:20
0
და ამათზე აპირებთ სახელმწიფო ფულის ჩადებას? ამათ მაინც არაფერი ეშველებათ და ჯობია ის ფული ისევ გაჭირვებულებს მოხმარდეს. რამდენი ადამიანია რომ უფულობის გამო ექიმთან ვერ მიდის და ამ დროს ბიუჯეტის ფული ამ უნამუსოებზე და ვითომ ფეხბურთელებზე დახარჯვა მართლა მარაზმია. რაღაცას წაიფაფხურებენ და უკვე თავში უვარდებათ.
ogi
11 ოქტომბერი 2017 14:16
0
მიხედეთ რეგიონებში ფეხბურთს,ნუ საზღვრავთ ყველაფერს თბილისით.თქვენ დახვრიტეთ ქართული ფეხბურთი
ზურა
11 ოქტომბერი 2017 14:10
0
ვინც დღევანდელი ქართული ფეხბურთის სათავეში ხართ...მწვრთნელებიან ფედერაციანად,სუყველა მიეწიეთ ბაბუაჩემს უკან...გუშინ წინ დავასაფლავე!!!!
ქუთაისი
11 ოქტომბერი 2017 13:37
2
კარგი ცოდვაა ბაბუაშენი, ესენი რომ წავიდნენ იქიდან სადღა უნდა წავიდეს ბაბუაშემნი :)
დინამო
11 ოქტომბერი 2017 14:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული