საქართველოს 19-წლამდელებმა ფინეთი მეორედაც დაამარცხეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ფინეთს 2:0 სძლია. ორივე გოლი პირველ ტაიმში ბექა ქავთარაძემ გაიტანა.

მეორე ნახევრის ბოლოს საქართველოს ნაკრები ბექა ხარშილაძის გაძევების გამო უმცირესობაში დარჩა მოედანზე, თუმცა მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ მისცა და სამ დღეში მეორედ დაამარცხა.

გიორგი ყიფიანმა ამჯერად ასეთი შემადგენლობა დააყენა: კერესელიძე, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ზარიძე, ნ. ნინუა, ქავთარაძე

შეცვლაზე შევიდნენ: კასრელიშვილი, ფურცელაძე, კახიძე, ჭოხონელიძე, ხარშილაძე, ა. ნინუა, ბერიაშვილი, კუხიანიძე, ბარაბაძე, მეგრელაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული