U21. ფარერები VS საქართველო - რეაბილიტაციის შანსი

AutoSharing Option
დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე მატჩს გამართავს. გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ფარერების თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ტორსჰავნის სტადიონზე თბილისის დროით 20:30 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მესამე შესარჩევ ჯგუფში უკვე ჩაატარა ორი მატჩი და ორივე დათმო - შინ პოლონეთთან და სტუმრად დანიასთან.

- U21. საქართველო-პოლონეთი 0:3 - რისი იმედი უნდა გვქონდეს?! [VIDEO]
- U21. დანია-საქართველო 5:2 -
დანიური ბლიცკრიგი [VIDEO]


გეგუჩაძის გუნდს, რომელმაც ჩატარებულ შეხვედრებში 2 გოლი გაიტანა და 8 გაუშვა, ფარერებზე ხასიათის გამოკეთებისა და ჯგუფში ბოლო ადგილიდან თავის დაღწევის შანსი ეძლევა.

დღესვე ჩვენს შესარჩევ ჯგუფში ლიტვა პოლონეთს უმასპინძლებს, ხოლო ფინეთი - დანიას.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო);
მცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), გურამ გიორბელიძე (სიონი), რომან ჩაჩუა (შუქურა), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ქანთარია (გროდნო, ბელორუსი);
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო).

III ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 3 3 0 0 14-2 9
2. პოლონეთი 2 1 1 0 6-3 4
3. ლიტვა 2 1 0 1 3-6 3
4. ფინეთი 2 0 2 0 4-4 2
5. ფარერები 3 0 1 2 1-7 1
6. საქართველო 2 0 0 2 2-8 0.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ფარერებთან წაგება არ არის გამორიცხული ამიტომ, რეაბილიტაციის მიზნით, ხომ არ ჯობია სოფელ ყიტაანის ახალგაზრდულ გუნდს ეთამაშონ, მოგების მეტი შანისია ჩემი აზრით.
kote
10:19 11-10-2017
0
საინტერესო რა არის იცით, წაგება იქით იყოს, სად იპოვნეს ფარერის კუნძულებზე 11 კაცი?
კ ო მ ბ ლ ე
02:50 11-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული