19-წლამდელებმა ფინეთი დაამარცხეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში 2:1 დაამარცხა ფინეთი.

გიორგი ყიფიანის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, რაც ლუკა ასათიანის და ბექა ქავთარაძის გოლებში ასახა.

სტუმრებმა ბოლო წუთებზე შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა.

მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 10 ოქტომბერს ჩაატარებენ.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: 

ბულისკერია, ასათიანი, ჯინჯოლავა, მალი, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, ქოჩორაშვილი, დარცმელია, ზარიძე, ნ. ნინუა, ქავთარაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: კახიძე, ხარშილაძე, ა. ნინუა, კუხიანიძე, ბარაბაძე, მეგრელაძე.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული