ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი: დანია-საქართველო 5:2

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, ბოლოადგილოსანმა საქართველოს ნაკრებმა ლიდერ დანიასთან დიდი ანგარიშით წააგო.

2 ტურის შემდეგ, საქართველო ჯგუფის ერთადერთი უქულო გუნდი იყო, დანია კი, 6 ქულით, ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რომ დანიაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ადვილად მოიგეს.

დანიამ პირველი ტაიმი ინგვარტსენისა და დეულუნდის გოლებით მოიგო. მე-2 ნახევარში, კვლავ ინგვარტსენისა და ლარსენის გოლებით, ანგარიში 4:0 გახდა.

შეხვედრის მიწურული გოლების სიუხვით გამოირჩა. 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ბექა მიქელთაძემ ერთი ბურთი გაქვითა. ერთ წუთში, სკოვმა ოთხბურთიანი სხვაობა
აღადგინა, ხოლო კიდევ ერთ წუთის გასვლის შემდეგ, მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დანია U21 - საქართველო U21 5:2
საქართველო U21:
კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია, ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიკვილაძე (ბაშელეიშვილი 79), ზარანდია (არველაძე 54), არაბიძე, ბერიძე (მიქელთაძე 69)
გოლები: 1:0 ინგვარტსენი 7, 2:0 დეულუნდი 21, 3:0 ინგვარტსენი 50, 4:0 ლარსენი 60, 4:1 მიქელთაძე 83, 5:1 სკოვი 84, 5:2 მიქელთაძე 85
ასევე დაგაინტერესებთ