U21. საქართველოს ნაკრებს დანიაში ჭანტურია და მამუჩაშვილი გამოაკლდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები უკვე დანიაშია და 6 ოქტომბერს გასამართავი მატჩისთვის ემზადება.

გია გეგუჩაძის გუნდი ჯგუფის ლიდერს დაუპირისპირდება. პოლონეთთან განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ ჩვენმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს დადებითი შედეგის მისაღწევად.

სამწუხაროდ, დანაკლისს ვერ ავცდით. ტრავმის გამო ნაკრებს დააკლდებიან "საბურთალოს" ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი და იტალიური "პრატოს" ფორვარდი რომან ჭანტურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული