16-წლამდელთა ნაკრები პირველ შეკრებას იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები დღეს პირველი შეკრებას იწყებს. მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე გუნდს სასტუმრო "მოხალისეში" შეკრებს, 25 და 27 სექტემბერს კი ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანის ნაკრებთან.

შეხვედრები მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართება. დასაწყისი - 16 საათზე.

ზვიად ჯელაძემ პირველ შეკრებაზე 23 ფეხბურთელი მიიწვია:

მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), დათი სომხიშვილი (საბურთალო);

მცველები: ალექსანდრე ტეფნაძე (სფფ აკადემია), ლაშა კვარაცხელია (სფფ აკადემია), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), ზაზა გუგეშაშვილი (საბურთალო), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ არველაძე (საბურთალო),
ნიკა კოკაია (აკადემია ზუგდიდი);

ნახევარმცველები: ნიკა ტალახაძე (სფფ აკადემია), ლევან ოსეყმაშვილი (დინამო თბ), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), ბაკურ ჯინჯოლავა (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), გიორგი ომარაშვილი (საბურთალო), ცოტნე ბუკია (აკადემია ზუგდიდი), ნიკოლოზ ქობულაძე (ტორპედო), მურთაზ სანებლიძე (ტორპედო);

თავდამსხმელები: ავთო თოხაძე (სფფ აკადემია), ნიკა კონიაშვილი (დინამო თბ), შალვა ობგაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ლუკა ტორონჯაძე (აკადემია ზუგდიდი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
უამრავ კარგ ბავშვს ვერ ვხედავ...არა რააა, არაფერი გვეშველება
iase
12:11 22-09-2017
0
მაგარი შერჩეული ნაკრებია.უკვე ეტყობა მწვრნთელს კოჭებში.
0

სიახლეები პოპულარული