გიორგი ნემსაძე: ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ!..

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში დასრულებულ "პრეზიდენტის თასზე" მეორე ადგილი დაიკავა. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალი პენალტების სერიაში დათმო რუს თანატოლებთან.

- U17. საქართველო-რუსეთი 1:1 (4:5) - ფინალი პენალტებით დავთმეთ [VIDEO]

მთავარია, ჩვენი გუნდი კარგად მოემზადოს ოქტომბერში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის, რომელშიც მისი მეტოქეები იტალიის, ჩერნოგორიისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან.

ნემსაძის გუნდი თბილისში დაბრუნდა. "ლელო" საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ყაზახური ბატალიების თაობაზე ელაპარაკა:

"როგორც იცით, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის. ამ კუთხით შევხედოთ საკითხს და ვთქვათ, რომ ყაზახური ტურნირი ჩვენი
გუნდისთვის ძალიან სასარგებლო იყო. ჯგუფში სამი შეხვედრა ჩავატარეთ, მერე ფინალი ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ ვნახე და ჩავინიშნე ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად...

პირველი დადებითი ტენდენცია, ეს არის გოლისკენ სწრაფვა. ამას ვხედავდი ჩვენი გუნდის თითოეულ თამაშში მთელი ტურნირის მსვლელობისას. ძალიან მომეწონა ის, რომ ჩვენი შეტევების დროს ძალიან კარგად მოქმედებდა ურთიერთდაზღვევა. ბურთი თუ იკარგებოდა, იქვე ხდებოდა მისი დაბრუნება...

რა თქმა უნდა, იყო ბევრი ნაკლიც. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლამდე დარჩენილ დროში აუცილებლად მომიწევს გარკვეული სათამაშო რგოლების გადახალისება. ამას ვერ ავცდებით.

ფინალში მარცხს რაც შეეხება, ცხადია, ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში რუსეთმა, პრაქტიკულად, დაისვენა, რადგან 2 მოგებით უკვე გასული იყო ფინალში. ჩვენ კი ბოლო ტურში ვეთამაშეთ ჩვენსავით 6-ქულიან ყაზახეთს და შესაბამისად, დიდი ბრძოლა გველოდა.

შესწავლილი მყავდა მეტოქე და ვიცოდი, რომ აუცილებლად გვექნებოდა უპირატესობა. ასეც მოხდა. პირველი ტაიმი სამბურთიანი სხვაობით მოვიგეთ. მეორე ტაიმში ცვლილებებს მივმართეთ და 4 გოლი გავუშვით, მატჩიც ფრედ დასრულდა...

ახლა რომ ვაანალიზებ, არ უნდა გამეკეთებინა ის ცვლილებები, ან ცოტა მოგვიანებით უნდა შემეცვალა ის ფეხბურთელები. ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ და მომავალში ასეთ შეცდომას არავითარ შემთხვევაში აღარ დავუშვებ!..

ფინალურ მატჩში ჩვენი გუნდი მეტოქესთან შედარებით გადაღლილი იყო. პირველ ტაიმში რუსებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა. ჩვენც დავიწყეთ იმ ფეხბურთის თამაში, რომელიც გვახასიათებს. ბოლოსკენ ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ რუსები მეკარემ გადაარჩინა...

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ოქტომბერში, თბილისში გველის. შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის და, რა თქმა უნდა, მიზანი ამ ბარიერის დაძლევაა", - გვითხრა გიორგი ნემსაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რაიყოთ ბიჭო რა შეჭემთ კაცი ფინალში დამარცხდა გუნდი პენალტებით სასტარტო თამაშშივე ხომ არ წაუგია 5:0 . ფაეღბურთელი იყოდა გულშემატკივრისთვის გული არასდროს უტკენია. კაროჩე რა ამ ქვეყნისთვის არც ომი ღირს, არც თამაში, და არც ცხოვრება. ობიექტირობის რაღაც ნატამალი მაინც შეგრჩეთ რამ დაგბოღმათ ასე.
ვენდეტა
10:44 28-09-2017
1
რაა, მეორე ტაიმში ვაჯობეთო? ვის აჯობეს? მე2 წუთზე გოლი გაიტანეს და 75 წუთი დაცვაში იდგა 11 ვე ფეხბურთელი, "პენალტებამდე როგორმე მივიდეთო" სახეზეც ეტყობოდათ და საქციელზეც, ამის "ნატრენერალი" არ გაიშვა, აგინებს ბავშვებს, რეპორტაჟს ვინც ყურადრებით უყურა, გაიგებდა, (თავი შეიკავა ბოლომდე დამთავრებისგან). არის ამ ასკში რამდენიმე ბიჭი, ვინც ბურთი იცის და დროზე მიხედეთ, ნემსაძისნაირებს ნუ ჩაუგდებთ ხელში.
ვასილიჩი
14:37 14-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული