ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. საქართველო-რუსეთი 1:1 (4:5) - ფინალი პენალტებით დავთმეთ [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტოზე: ხვიჩა კვარაცხელია
საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში "პრეზიდენტის თასზე" ფინალურ მატჩი რუს თანატოლებთან პენალტების სერიაში დათმო.

ალმათის ცენტრალურ სტადიონზე მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, თუმცა რუსებმა 21-წუთზე წონასწორობა აღადგინეს. პენალტების სერიაში გიორგი გულიაშვილის დარტყმული ძელს მოხვდა და საბოლოო 4:5.

საქართველოს ნაკრებმა ფინალში ამ შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი, ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია.

- რუსეთის ნაკრების კაპიტნის უღირსი საქციელი საქართველოსთან მატჩში [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძის
გუნდმა ყაზახური ტურნირის A ჯგუფში გამოსვლა პირველ ადგილზე დაასრულა - ალბანეთს ანგარიშით 5:0 მოუგო, ყირგიზეთს - 7:1, ბოლო მატჩში კი მასპინძლებთან დაზავდა - 4:4 და ფინალში გავიდა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირის პრიზი კი, 6 გოლით, ჩვენი გუნდის კაპიტანმა - ზურაბ დავითაშვილმა აიღო.
Sportall.Ge
ფოტოზე: ზურაბ დავითაშვილი
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ ხალიან მოგვეწონა ეს ტურნირი და კმაყოფილი ვართ ყაზახეთში სტუმრობით. მიმაჩნია, რომ რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ნაკრების მოთამაშეები ჩვენზე მაღალი დონისანი არიან. მათთან თამაშმა დიდი ძალები წაგვართვა. მოხარული ვართ, რომ ალმათიში ჩამოვედით და ამ ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა".
ასევე დაგაინტერესებთ