U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირის "პრეზიდენტის თასის" ფინალურ შეხვედრაში რუსეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

შეხვედრა ალმათის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ანგარიში ჩვენმა ნაკრებმა მე-2 წუთზე ხვიჩა კვარცხელიას გოლით გახსნა, ხოლო 21-ე წუთზე ვოროტნიკოვის გოლით რუსებმა გაათანაბრეს.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია დაიწყო. სამწუხაროდ, ჩვენმა ნაკრებმა ანგარიშით 4:5 წააგო, გიორგი გულიაშვილის დარტყმული ძელს მოხვდა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ამ შემადგენლობით გამოდის:

მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო), ცოტნე
კაპანაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), ირაკლი აზაროვი (დინამო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო), ზურაბ დავითაშვილი (დინამო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო), გიორგი ლომთაძე (დინამო), ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია).
მკითხველის კომენტარები / 11 /
სხვები არ ვიცი მაგრამ კვარაცხელია საუკეტესოა ამ ნაკრებსი,,და საერტოდ ამ ასაკსიც
0
ამაზე მეტს თუ ვერ ზრდის აკადემიები მაშინ ისმის კითხვა რაში ახდევინებენ ამ აკადემიის ხელმძღვანელობა მშობლებს ფულს? სირბილი ამათ არ შეუძლიათ კაცის მოტყუება და ფიზიკა ტაქტიკაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს.ბაქარის არ იყოს ამათზე ბევრად უკეთესს მონდომებული კაცი თბილისის ეზოებიდან დაწყებული რაიონისა და სოფლის მოედნებზე მონახავდა
koki
11:56 09-09-2017
0

სიახლეები პოპულარული