U17. ყაზახეთი-საქართველო 4:4 - ფინალში რუსეთთან ვითამაშებთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში "პრეზიდენტის თასზე" ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

დღეს, 7 სექტემბერს გამართულ A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ყაზახეთის თანატოლთა ნაკრებთან ფრედ - 4:4 ითამაშეს, რაც ფინალში გასასვლელად ხელს აძლევდათ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართველმა ჭაბუკებმა ყირგიზეთსა (7:1) და ალბანეთს (5:0) მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 17-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძლებთან პირველი ტაიმი ანგარიშით 3:0 მოიგო, მეორეში კი 4:2-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა.



საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები "ყაზახეთის პრეზიდენტის
თასის" ფანალში, რომელიც 8 სექტემბერს, ალმათის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება, რუსეთის თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიო ვინც თავს დებს ბოლომდე ნებისმიერ თამაშში, იხარჯება ბოლომდე მაგრამ ბლატი არა აქვს ისინი უნდა ათამაშო და არა გასაყიდად გამზადებული ბავშვები, თუ გინდათ შედეგი მიიღოთ!!!
giorgi
13 სექტემბერი 2017 17:06
0
ეს ჯობია-ის ჯობია...დავითაშვილია საუკეთესო მანდ ულაპარაკოდ და თუ გელაშვილი არ იქნა და ლორთქიფანიძე, კი გამოჩნდა რა დღეშია დაცვა.ყაზახებმა გაგვხიეს-30 მეტრიანი ცარიელი ზონები იყო ცენტრში და დაცვას ბურთი ვერ გამოქონდა.რუსეთს მოვუგებთ-არაფერი გუნდი არაა რაც ვნახე,მაგრამ მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგნენ-ნაკრებია ბოლო ბოლო
777
08 სექტემბერი 2017 14:15
0
ამ გუნდში საუკეთაესო არის საბურთალოელი გულიაშვილი 9 ნომერი, ბევრი წლებია ამ ასაკში ასეთი ტალანტი არ ყოლია საქართველოს, მაგრამ გული მიგრძნობს მიმზანმიმართულად ხდება სხვა ბავშვების წამოწევა და გულიაშვილი ჩემის აზრით "იჩაგრება' იმიტომ რომ ........ მოკლედ პასუხი თქვენ თVიტონ გაეცით , დასანანია ძალიან, გულიაშვილზე პენალტი დაინიშNა და არ დაარტყმევინეს , არადა არასდროს არ გაუცუდებია არც ერთი პენალტი
kvelaperi kargad iqneba
08 სექტემბერი 2017 11:27
2
10 კაციან გუნდთან 2 ბურთიან სხვაობას რომ დათმობ, მგონია მწვრთნელის ბრალი უნდა იყოს.
ვასილიჩი
08 სექტემბერი 2017 09:13
0
ამ ნაკრებსი საუკეტესოა კვარაცხელია...
nodo
08 სექტემბერი 2017 03:09
2
რუსეთი უნდა დავანგრიოთ ფინალში.დაუკომპლექტებელია აშკარად დაცვა და ნახევარდაცვა.ბევრი შეცდომებია და დიდი ცარიელი ზონები და უკეთეს გუნდებთან გაგვიჭირდება მაგრამ თავდასხმაა იმედის მომცემი
Gela
07 სექტემბერი 2017 21:28
0

სიახლეები პოპულარული