ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. საქართველო-ალბანეთი 5:0 - პრეზიდენტის თასი რიხით დავიწყეთ [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 4 სექტემბერს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირში "ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თასზე" პირველი შეხვედრა ალბანეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და დიდი ანგარიშით, 5:0 გაიმარჯვა.

გიორგი ნემსაძის გუნდში დუბლით შოთა ნონიკაშვილი გამოირჩა (მე-12 და მე-40 წუთებზე). ალბანელებს თითო გოლი გაუტანეს ზურაბ დავითაშვილმა (39, პენ), გიორგი გულიაშვილმა (49) და ელგუჯა ჯანგველაძემ (80).



საქართველოს ნაკრები, რომელსაც ტურნირის A ჯგუფში მეტოქეებად ასევე ჰყავს მასპინძელი ყაზახეთი და ყირგიზეთი, მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ყირგიზ თანატოლებთან ჩაატარებს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ალბანეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა:
ხარშილაძე, აბზიანიძე
(ჭავჭანიძე 58), მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, აზაროვი, ჩოთალიშვილი (ჯინჭარაძე 41), შალიკაშვილი (ლომთაძე 67), დავითაშვილი (ქუთათელაძე 51), გულიაშვილი (ჯანგველაძე 70), კვარაცხელია (ჩარკვიანი 51).